დიზაინერი Simon Jacquemus საფრანგეთის მოდის სკოლა Institut Français de la Mode-თან (IFM) თანამშრომლობით უფასო ონლაინ სასწავლო კურსებს გვთავაზობს.
მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებული ვითარებიდან გამომდინარე, საფრანგეთში სასწავლებლები ერთ კვირაზე მეტია, რაც დაიკეტა. ამის გამო მოდის სკოლა IFM-მა უფასო სასწავლო კურსები გამოაცხადა, რომელიც ონლაინ სივრცეში 30 მარტიდან ჩაეშვება.
თავდაპირველად ონლაინ პროგრამამ ფუნქციონირება 2019 წლის სექტემბერში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი იყო, მაყურებელთა რაოდენობა თერთმეტი ათასს მაინც არ აღემატებოდა. ახლა კი ონლაინ მაყურებელთა რიცხვის ზრდას, თვითიზოლაციასთან ერთად, ის ფაქტორიც განაპირობებს, რომ პროგრამაში ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერები მონაწილებენ, მათ შორის - საიმონ პორტე ჟაქუემუსი და პოლ სმიტი. კურსის მთავარი მიმართულებები იქნება: სუბკულტურები, მოდისა და პრესის ურთიერთდამოკიდებულება, სოციალური პრობლემები, მოდის გენდერული როლები და მისი კულტურული ფენომენი.
პროგრამაში ასევე ისეთი ცნობილი ბრენდების აღმასრულებელი ხელმძღვანელები მონაწილეობენ, როგორებიც არიან Saint Laurent და Chanel. ონლაინ ლექციები ინგლისურ ენაზე ჩატარდება და ვებგვერდ FutureLearn-ზე იქნება ხელმისაწვდომი.
დაწერე კომენტარი