Საახალწლოდ შენობების მორთვა ბოლო რამდენიმე წელია ჩვენს ქალაქში ტრადიციად იქცა. 

კაფე-რესტორნები თუ მაღაზიები ინტერიერსა და ექსტერიერს საახალწლო დეკორის ელემენტებით ალამაზებენ და ამით გამვლელებისა და სტუმრების განწყობის ამაღლებაზეც ზრუნავენ. Hammock Magazine წარმოგიდგენთ თბილისური სადღესასწაულო მორთულობის იმ ნაწილს, რამაც ყველაზე მეტად მიიქცია ჩვენი ყურადღება. 

 

რესტორანი Weller


რესტორანი Weller ახალი წლის შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადა. ნაძვის ტოტებითა და ფერადი ბურთებით შემკული Შენობის შესასვლელი საზეიმო განწყობას გვიქმნის და მოგვაგონებს კადრს ამერიკული საახალწლო ფილმიდან.

 

Crosty


ფეხსაცმლის ქართული ბრენდის, Crosty-ის კონცეპტუალურ მაღაზიაში ლაშაო გაბუნიას მიერ შექმნილი ნაძვის ხის ინსტალაციაა წარმოდგენილი. პეტრე ოცხელის შემოქმედებით შთაგონებული ნამუშევარი ჭადრაკისებური კონუსებითაა აწყობილი. 

 

Stamba


სასტუმრო Stamba-ს ინტერიერი კლასიკურ  საშობაო ატმოსფეროს ქმნის. მყუდრო გარემოს ამშვენებს დიდი ნაძვის ხე  მინიმალური გაფორმებით. 

 

Tbilisi Marriott 

 

 

სასტუმრო Tbilisi Marriott-ის საახალწლო გაფორმება ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურებს. განათებული ექსტერიერის გარდა სადღესასწაულო ინსტალაციებს შენობის შიდა სივრცეშიც ვხვდებით.

 

Dalood


ვინტაჟურმა ატმოსფერომ Dalood-ის ვიტრინაზე გადმოინაცვლა. საახალწლო  გაფორმების ავტორი Dodo Designs-ია. 

 

More Is Love


მაღაზია More Is Love-მა დახვეწილი საახალწლო გაფორმება აირჩია. ნაძვის ტოტებით მორთული ყვითელი კარის მიღმა თითქოს სადღესასწაულო წარმოდგენა გველოდება.  

 

Smart Capital Group

ფოტო: ანია დოლიძე

Საინვესტიციო კომპანიის, Smart Capital Group-ის საახალწლო გაფორმება თბილისის ისტორიულ შენობას კიდევ უფრო ალამაზებს. Პასტელურ ფერებში შესრულებულ ინტერიერს სადა საახალწლო გაფორმება ძალიან მოუხდა.