ახალი წელი ახლოვდება, სადღესასწაულო განწყობა კულმინაციას აღწევს და 2022 წელთან შესახვედრად სულმოუთმენლად გვამზადებს. მაშინ როცა ჯადოსნური ღამის დადგომამდე სადღესასწაულო სამზადისში ვართ ჩართული, საახალწლო შოურუმები ყველაზე სასურველი მიმართულების პუნქტებად გადაიქცევა. თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მარჯანიშვილის 7-ში მდებარეობს, მრავალფეროვან საახალწლო შოურუმს მასპინძლობს, სადაც ყველა შეძლებს აღმოაჩინოს ისეთი საჩუქარი, რომლითაც საკუთარ თავსაც ასიამოვნებს და საყვარელი ადამიანების განწყობაზეც იზრუნებს.

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქიური სივრცე საახალწლო შოურუმზე მხოლოდ ორი დღით, 24 და 25 დეკემბერს გეპატიჟებათ. ღონისძიება, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება, იქ არსებულ სადღესასწაულო ატმოსფეროს გემოვნებიანი მუსიკითა და საახალწლო კოქტეილებით გაამრავალფეროვნებს. საახალწლო შოურუმი, რომელიც ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდება, გთავაზობთ შეიძინოთ როგორც თიბისი კონცეპტის კოლექციაში არსებული ნივთები, ასევე დასამახსოვრებელი საჩუქრები ქართული ბრენდების პროდუქციებიდან.

 

 

საახალწლო შოურუმზე 25 ქართული ბრენდი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ნებისმიერი გემოვნების სტუმარს დააინტერესებს. მრავალფეროვან ბრენდებს შორის წარმოდგენილია Décor.IT, რომელიც სახლის დეკორისათვის ორიგინალურ ნივთებს შემოგთავაზებთ, ბაზრობაზე ასევე შეხვდებით ID Vision-ის გამორჩეული დიზაინის ტექსტილს. თუ ბავშვის სამოსის შეძენით დაინტერესდებით, IUKU-სა და RKO-ს ბრენდებს აუცილებლად უნდა მიმართოთ. ბავშვებს განსაკუთრებით Blowbon Georgia გაახალისებს, რადგან ისინი ბრენდის შოკოლადების დაგემოვნებას შეძლებენ. სივრცეში წარმოდგენილი იქნება შოკოლადის შადრევანიც. თავის მოვლის ხაზებისა და დეკორატიული კოსმეტიკით დაინტერესების შემთხვევაში Balmain-სა და Liya X Kashkash-ის პროდუქტების დათვალიერებას გირჩევთ. თუ გსურთ, რომ საახალწლო სუფრა გამორჩეული და ორიგინალური ჭურჭლით წარმოადგინოთ, ბრენდები Saini და Commodus საუკეთესო არჩევანს გთავაზობენ. თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის საახალწლო შოურუმმა ფოტოგრაფიის მოყვარულებზეც იზრუნა და Magnolia Film Lab-ის პროდუქციაც წარმოდგინა. აღსანიშნავია, რომ შოურუმის სტუმრებს თიბისი კონცეპტის ტერასაზე ღვინის დაგემოვნებაც შეეძლებათ, რომელსაც Vazisubani Estate შესთავაზებთ.

 


 

საახალწლო შოურუმზე სხვა გამორჩეული ბრენდების კოლექციებსაც შეხვდებით, რომლებიც თქვენს სადღესასწაულო განწყობას ერთიორად აამაღლებენ. გთავაზობთ ბრენდების სრულ ჩამონათვალს: Décor.IT, Communal Craft, Babaleto, O’della,  Cupio Jewellery, Nino Sepo, Dodo Designs, Rosebud, Skivri, Poster_O, Black Dog,  Commodus, ID Vision, Kaveuli, Moon Rabbit, PIA, IUKU, Magnolia Film Lab, Liya X Kashkash, Saini, Rko, Sweet bar, Balmain, Vazisubani Estate, Blowbon Georgia.

 თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელები 20%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ.