ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი ქართული ბრენდის ANOUKI-სა და ფრანგული Moet & Chandon-ის კოლაბორაცია შედგა, რომლის ფარგლებშიც ლიმიტირებული რაოდენობის სასაჩუქრე ყუთები შეიქმნა.

ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად შექმნილ ექსკლუზიურ ყუთებში თქვენ მინი Moet Chandon-ის ბოთლთან ერთად ANOUKI-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აქსესუარს - თმის ბაფთას აღმოაჩენთ, რომლის ექსკლუზიური დიზაინი სპეციალურად ამ კოლაბორაციისთვის და სასაჩუქრე ყუთებისთვის შეიქმნა. დახვეწილი დიზაინის შავი და ოქროსფერი ბაფთები, რომლებიც ზუსტად გამოხატავს ANOUKI-ის და Moet & Chandon-ის უკვე კარგად ნაცნობ სტილსა და ბრენდის ხასიათს, ამავე დროს თქვენი ან თქვენი საჩუქრის ადრესატისთვის ახალი წლის ღამის სამოსის შეუცვლელი დეტალიც გახდება.

ამ სადღესასწაულო კამპანიის შესახებ შეიქმნა სპეციალური ვიდეო და ფოტოსესიაც, რომელზეც ARIAL BOLD-მა და HOLAFILM-მა იმუშავეს.

კოლაბორაციის მიზანი მომხმარებლისთვის ისეთი სასაჩუქრე ყუთის შეთავაზება იყო, რომელიც ერთი მხრივ გაამარტივებდა საახალწლო საჩუქრის შერჩევის პროცესს, მეორე მხრივ კი სწორად უპასუხებდა ახალი წლის დღესასწაულის განწყობას და ხასიათს.

სასაჩქურე ყუთები შეზღუდული რაოდენობით, სულ 50 ცალი დამზადდა და 25 დეკმბრიდან, ექსკლუზიურად მხოლოდ ი. თარხნიშვილის 2-ში მდებარე ANOUKI-ის მაღაზიაში გაიყიდება.

ვიდეო: ARIALBOLD x HOLAFILM
ფოტო: თორნიკე აივაზიშვილი