თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სივრცე - “ბაზარი ორბელიანზე” ოფიციალურად სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა. 1886 წლიდან მოქმედი ისტორიული შენობა, რომელიც კოლმეურნეობის ბაზრის სახელით იყო ცნობილი, რესტავრაციის შედეგად განახლებული კონცეფციით გაცოცხლდა და მალე როგორც თბილისელების, ასევე ტურისტებისთვის მნიშვნელოვან მიზიდულობის ცენტრად გადაიქცევა.
სამსართულიანი სივრცე - “ბაზარი ორბელიანზე” 10 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რომლის პირველ სართულზე თანამედროვე სტილის აგრარული ბაზარია განთავსებული. მეორე სართული 35 კვების ობიექტს მოიცავს, რომელიც აერთიანებს როგორც საქართველოს რეგიონების, ასევე მსოფლიოს წამყვან სამზარეულოებს. მესამე სართული კი ტერასას ეთმობა, სადაც შეგიძლიათ კოქტეილები დააგემოვნოთ და წინასაახალწლო დღეებში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასაც დაესწროთ. ახლო მომავალში ბაზრის ტერიტორიაზე კულინარიული სკოლა - „ბაზარი გასტრო სკოლა“ ამოქმედდება, რაც სივრცის კონცეფციის უნიკალურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. “ბაზარი ორბელიანზე”, რომელიც სხვადასხვა მცირე ზომის კეთილმოწყობილ სივრცეებად არის დაყოფილი, მხოლოდ ტრადიციული ტიპის სასურსათო მაღაზია და სუპერმარკეტი როდია - იგი ის ადგილია, სადაც სტუმრობა ყოველთვის ახალ და საინტერესო აღმოჩენებთან იქნება დაკავშირებული.
“ბაზარი ორბელიანზე” საინტერესო თავგადასავლებსა და აღმოჩენებში ჩართვას წინასაახალწლო კვირეულიდანვე გთავაზობთ. აგრარული ბაზარი 150-მდე ქართულ კომპანიას აერთიანებს, რომელთა ნაწილს ინდივიდუალური ფერმერები და მეწარმეები შეადგენენ. “ბაზარი ორბელიანზე” დაგეხმარებათ, რომ თქვენი საახალწლო სუფრა ნატურალური, გემრიელი და მრავალფეროვანი პროდუქტებით შეავსოთ.
გარდა ამისა, თიბისი კონცეპტისა და Visa-ს მხარდაჭერით ბაზარი 24-29 დეკემბერს ღონისძიებათა სერიას შემოგთავაზებთ. ექვსი დღის განმავლობაში თანამედროვე ბაზრის ტერიტორია მრავალფეროვან პროგრამას უმასპინძლებს, რომელიც როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების ინტერესებსაც დააკმაყოფილებს. 24 იანვარს, 20:00 საათამდე შეგიძლიათ, რომ ორბელიანის მოედანზე საახალწლო ბაზრობას ეწვიოთ, სადაც პროდუქტებთან ერთად სასურველ ნივთებსაც შეიძენთ როგორც თქვენთვის, ასევე ოჯახის წევრებისა თუ საყვარელი ადამიანებისათვის. იმავე დღეს, 21:00-23:00 საათზე ტერასაზე სცენა ჯგუფ Endorphins-ს დაეთმობა, რომელთა ელექტრონული მუსიკის ჟღერადობის ფონზე სასიამოვნო საღამოს გაატარებთ.
25 და 26 დეკემბრის პროგრამა მთლიანად ბავშვებს ეძღვნება, რაც სპეციალურად მათთვის მოწყობილ მასტერკლასებსა და ასევე მხიარული დრამების მარშს გულისხმობს. 14:00-16:00 საათები საბავშვო შემოქმედებით აქტივობას დაეთმობა, 16:00-დან 18:00-მდე კი ბავშვები საახალწლო ორცხობილების მოხატვას შეუდგებიან.
28 დეკემბერს, 20:00 საათზე “ბაზარი ორბელიანზე” ნოდარიკო ხუციშვილისა და ბენდის მოსმენას გთავაზობთ, ხოლო ღონისძიების დასკვნით დღეს, 29 დეკემბრის 19:00 საათზე, სივრცე “თბილისის ბავშვთა კაპელას” წარადგენს.
საახალწლო ღონისძიების სტუმრებს თიბისი კონცეპტის Visa ბარათით გადახდისას შესაძლებლობა გექნებათ ორბელიანის ბაზრის პირველ სართულზე გადახდილი თანხის 5%, მეორე სართულზე კი 10% დაიბრუნოთ.
დაწერე კომენტარი