Moët & Chandon Effervescence – ეს გლობალური კამპანიაა, რომელიც შამპანურის მაგიას ეძღვნება და მსოფლიოს არაერთ დიდ ქალაქში მიმდინარეობს. ამ დიდებულ დღესასწაულს 30 დეკემბერს თბილისიც უერთდება. ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ალექსანდრეს ბაღში (ათონელისა და ხაზინის ქუჩების კუთხეში) Moët & Chandon-ის ლეგენდარული შამპანურის სახლი Pop-up სივრცესა და საახალწლო ბარს ხსნის, სადაც ერთად ყოფნის სიხარული ახალი წლის საზეიმო დღეებში სრულიად განსაკუთრებულ ელფერს შეიძენს. ბარი 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით იმუშავებს. 30 დეკემბერს ამ სივრცეში „ახალგაზრდული კამერული ორკესტრის“, 7 იანვარს კი რეტრო ბენდ „ჯორჯიას“ კონცერტები გაიმართება.
MAKE A WISH! – ასეთი დევიზი აირჩია სახელგანთქმულმა ფრანგულმა შამპანურის სახლმა Moët & Chandon-მა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დედაქალაქში ახალი წლის სადღესასწაულოდ. ამ ქალაქების მსგავსად, თბილისშიც შეძლებთ გაუგზავნოთ სამყაროს სანუკვარი სურვილები ლეგენდარული შამპანურის შუშხუნის ფონზე – მოათავსოთ ისინი Moët & Chandon-ის ბარის სპეციალურად მოწყობილ ჯადოსნურ ყუთში, შესვათ ერთიანობის სადღეგრძელო და სამყაროს პასუხს დაელოდოთ!
სწორედ ერთად ყოფნის სიხარულის იდეის გამომხატველია ბრენდის წლევანდელი სლოგანიც: Together is a wonderful place to be! ერთად ყოფნა, როგორც ყველაზე დიდი დღესასწაული, რომელსაც წელს Moët ოცზე მეტ ქალაქს შესთავაზებს. სიდნეი, ჰონგ კონგი, იოჰანესბურგი, ლონდონი, მილანი, მადრიდი, ამსტერდამი, მოსკოვი, ნიუ-იორკი, პარიზი, მეხიკო... – ეს იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალია, სადაც 2022 წლის შესახვედრად Moët & Chandon-ი სადღესასწაულო ცეცხლს დაანთებს. 30 დეკემბრიდან დღესასწაულს თბილისიც შეუერთდება!
Moët & Chandon-ის შამპანურის ბარის გახსნა
როდის: 30 დეკემბერი, 18:00 საათი;
სად: თბილისი, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ალექსანდრეს ბაღში (ათონელისა და ხაზინის ქუჩების კუთხეში).
დაწერე კომენტარი