ჯადოსნური დღესასწაული - ახალი წელი ახლოვდება. თუ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ ახალ წელს სად და როგორ გარემოში შეხვდეთ, Hammock Magazine ძიების პროცესს გაგიმარტივებთ და იმ საახალწლო ღონისძიებების ჩამონათვალს გთავაზობთ, სადაც დროს დაუვიწყარ გარემოში გაატარებთ. 

 

Bassiani/Horoom: RENE WISE // NDRX // PAQUITA GORDON // KANCHELI // DITO


საკლუბო გართობის მოყვარულებს 31 დეკემბერს BASSIANI-ზე სტუმრობას გირჩევთ. ღონისძიებაზე ბრიტანელი არტისტი RENE WISE და ქართველი მუსიკოსი NDRX დაუკრავენ. მხიარულება HOROOM-ის ოთახშიც გელოდებათ. 

 

Mzesumzira New Year at G2


"მზესუმზირას" და კლუბ KHIDI-ის 31 დეკემბრის საახალწლო ღონისძიება უკვე დაანონსდა. G2-ში "მზესუმზირას" რეზიდენტები და მოწვეული არტისტები ორი დღის განმავლობაში დაუკრავენ.

 New Year Monkey with - Ultra Nite 


ახალი წლის ღამეს ორბელიანის მოედანზე მდებარე კლუბი Monkey ლეგენდარულ ამერიკელ არტისტს - Ultra Nite-ს უმასპინძლებს. 

 

Komorebi / NY's showcase at Cafe-Gallery


პარასკევს Cafe-Gallery-ში  საერთაშორისო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ბრიტანელი პროდიუსერი და დიჯეი - Harrison BDP, ქართველი არტისტების დუეტი Digital Groove Affair და Vnjoka ერთმანეთს შეენაცვლებიან.  

 

Disco 22 at Fabrika Hostel


Disco 22 - ამ სათაურით "ფაბრიკამ" ჰოსტელის სტუმრებისთვის ახალი წლის ღამის ღონისძიება დააანონსა, რომლის თემაც დისკო მუსიკაა. 

 

WAREHOUSE: Boston 168 | Thomas Hessler 


ახალი წლის ღამეს Warehouse-ში  იტალიელი არტისტების დუო - Boston 168 და გერმანელი არტისტი Thomas Hessler აქაურ არტისტებთან ერთად დაუკრავენ. 

 

Gunflower: Jeremy Underground, Chez Damier, Route 8 


ახალი წლის შესახვედრად Gunflower Silk Factory Studio-ში გიწვევთ, სადაც არტისტები - Jeremy Underground, Chez Damier და Route 8 მთელი ღამის განმავლობაში ჰაუს მუსიკას შემოგთავაზებენ. 

 

Mono Hall: Crystal Waters


Mono Hall 31 დეკემბერს 90-იანი წლების ჰიტის - Gypsy Woman-ის ავტორს, Crystal Waters-ს წარმოგიდგენთ. არტისტთან ერთად ქართველი მუსიკოსები მთელი ღამის განმავლობაში დაუკრავენ.

 

New Year's Eve with Tamada at Ezo

 

 

ახალ წელს "ეზოში" ელექტრონულ მუსიკას ქართველი არტისტი Tamada შემოგთავაზებთ.

 

Left Bank


Left Bank-ის გამორჩეულ სივრცეში ქართული საკლუბო სცენის წამყვანი არტისტები 31 დეკემბერსა და 1 იანვარს დაუკრავენ.

 

Magic New Year at Kvareli Lake


თუ საახალწლოდ თბილისიდან გასვლას გეგმავთ, სასტუმრო "ყვარლის ტბაზე" წასვლას გირჩევთ. ორდღიანი ღონისძიებების სერიის ფარგლებში - 31 დეკემბერს და 1 იანვარს ქართველი მუსიკოსები და ელექტრონული მუსიკის არტისტები თქვენს განწყობაზე იზრუნებენ. 

 

Magical 2022 at Tsinandali Estate


"თიბისი კონცეპტისა" და Visa-ს მფლობელები საახალწლო "უიკენდის" გატარებას ჯადოსნურ წინანდლის მამულში შეძლებთ. ახალი წლის ღამეს საზეიმო ვახშმის ფონზე განსაკუთრებული მუსიკალური პროგრამა გელოდებათ. 31 დეკემბრის მხიარულება 1 იანვარსაც გაგრძელდება.

 

KARI New Year


2022 წლის პირველ საღამოს KARI საახალწლო ვახშამთან ერთად მუსიკას და კარგ განწყობას გპირდებათ.

 

Lolita's New Year Party


1 იანვარს Lolita-ში ნამდვილი საახალწლო განწყობაა - ერეკლე დეისაძე, NIKAKOI, Svansikh და სხვა ქართველი შემსრულებლები Live Performance-ს შემოგთავაზებენ, მოგვიანებით მათ ელექტრონული მუსიკის ქართველი და უცხოელი არტისტები ჩაანაცვლებენ. 

 

BARFLY NEW YEAR


მთელი საახალწლო "უიკენდის" განმავლობაში Barfly სადღესასწაულო ემოციების გაზიარებას შეეცდება და 31 დეკემბრიდან 2 იანვრამდე უწყვეტ გართობას გთავაზობთ.