Loewe-მ ჰაიაო მიაძაკის Spirited Away-ის შთაგონებით შექმნილი კოლექციის ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ფოტოებზე ანიმეს პერსონაჟების გამოსახულებით შექმნილ ნივთებია ასახული. ჯერჯერობით უცნობია რა ერთიანდება ლიმიტირებულ კოლექციაში, სახელწოდებით Loewe x Spirited Away, რომელიც 7 იანვრიდან  გაიყიდება.

 

Spirited Away - ამ კოლექციის მთავარი შთაგონება და ჰაიაო მიაძაკის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. Loewe-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ჯონათან ანდერსონი ამ კოლექციით მხარს უჭერს Studio Ghibli-ის ანიმაციებით შექმნილ ჯადოსნურ სამყაროს. 

 

ფოტო: Loewe