იაიოი კუსამას უსასრულო სარკეების ოთახის ხილვა, რომელიც იმდენად პოპულარულია, რომ მასში გადაღებულ ფოტოებზე 30-წამიანი შეზღუდვა დაწესდა, უკვე ონლაინ არის შესაძლებელი.
ოთახი, რომელიც განსხვავებული განათებებით არის აღჭურვილი, რათა გალაქტიკის ეფექტი და უსასრულობაში ყოფნის განცდა შექმნას, ლოს-ანჯელესში მდებარე მუზეუმის, The Broad-ის წყალობით ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ინსტალაციას დართული ექნება სპეციალურად შერჩეული მუსიკალური კომპოზიციები Infinite Drone სერიებიდან, სხვადასხვა კომპოზიციას კი პერიოდულად თავად გალერეა შეარჩევს.
„ისარგებლეთ შესაძლებლობით და შეისწავლეთ კუსამას უსასრულობის ძიების სულიერი ასპექტები“, - წერს მუზეუმი თავის ინსტაგრამგვერდზე. „სახელგანთქმული მუსიკოსების ნაკლებად ცნობილი კომპოზიციების თანხლებით, Infitine Drone სერიები გვთავაზობს ახლებურ, შემეცნებით გზას The Broad-ის ყველაზე პოპულარული ინსტალაციის გამოსაცდელად“.
კუსამა Tate-ის რეტროსპექტივაშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც, სავარაუდოდ, ამ წლის მაისში დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელმა მდგომარეობამ ამას შეიძლება ხელი შეუშალოს, გამოფენაზე წარმოდგენილი კუსამას ორი უსასრულო ოთახი მის შემოქმედებაში იმ დროისთვის უდიდესი ინსტალაცია იქნება.
დაწერე კომენტარი