"მინდა წავიკითხო წიგნი. არა ჟურნალი, არამედ ნამდვილი წიგნი", - ამბობს ფილმში The Holiday ამანდა ვუდსი.



დეკემბერში ცნობილი ბესტსელერების მომარაგება იმ იმედით, რომ მთელი თვე კითხვაში გაატარებთ, ალბათ უჩვეულო არავისთვისაა. ამანდა ვუდსი კოტსვოლდის მყუდრო სახლში წიგნებით მიემართება, რათა საახალწლო პერიოდი მარტომ, კითხვაში გაატაროს. თუმცა, მიმზიდველი გრეჰემის გამოჩენის შემდეგ ის საერთოდ ივიწყებს კითხვას და წარსული ურთიერთობის დასრულებით გამოწვეულ სევდას წიგნებთან ერთად გვერდზე გადადებს. 

მოდით, თვალი გადავავლოთ იმ წიგნებს, რომელთა კითხვასაც ამანდა ვუდსი სტრესთან გასამკლავებლად აპირებდა. 

Alice Munro – Runaway

ელის მონროს მარტივი თხრობა მკითხველზე დიდ გავლენას ახდენს. Runway-ის პატარა ისტორიები ისეთ ძალას ფლობენ, სამუდამოდ ჩაგებეჭდებათ გონებაში.

Jonathan Franzen – The Corrections



თუ ამანდა ვუდსი ისეთ წიგნს ეძებს, რომელმაც კითხვის მოყვარულების დიდი ყურადღება მიიპყრო, ჯონათან ფრენზენის "შესწორებები" სწორედ ასეთია. ესაა ისტორია ამერიკულ ოჯახზე, რომელიც მკითხველის წინაშე ნელ-ნელა იშლება.

Bob Dylan – Chronicles


ამანდა ვუდსის მიერ ბობ დილანის "ქრონიკების" კითხვა ერთგვარ შემზადებად შეიძლება ჩავთვალოთ ადამიანების სტრესულ ცხოვრებასა და უცნაური მიდრეკილებების სამყაროში ჩასაძირად. 

JK Rowling – Harry Potter and the Philosopher’s Stone



მართალია, ამანდა ცოტათი უფროსია, ვიდრე ჯ.კ. როულინგის ლეგენდარული წიგნების აუდიტორია, მაგრამ მის სიაში ამ წიგნს მაინც ვხვდებით. "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" უფრო მათთვისაა, ვისაც კეთილი და ბოროტი ძალების ჯერ კიდევ სჯერა. 

Doris Kearns Goodwin – Team of Rivals


წინასაახალწლო სადღესასწაულო პერიოდში აბრაამ ლინკოლნის ვრცელი ბიოგრაფიის წაკითხვა, მით უმეტეს სტრესთან საბრძოლველად არც ისე ჭკვიანურია.

Ian McEwan – Atonement



მსუბუქი, დამაჯერებელი ისტორიული რომანები - ასეთ წიგნებს ალბათ ის ადამიანები კითხულობენ, რომლებიც ყოველთვის დროის ნაკლებობას განიცდიან და დღის ბოლოს განტვირთვა სურთ. მაკევანის წიგნის წაკითხვის შემდეგ ამანდა ვუდსი აუცილებლად დაივიწყებს ურთიერთობის დასრულებით გამოწვეულ სევდას. 

Eckhart Tolle – The Power of Now



ეკჰარტ ტოლი ნაწარმოებით The Power of Now აწმყოს ძალას გვასწავლის. სამოტივაციო სიტყვები ამანდა ვუდსს ცხოვრების რთულ ეტაპზე ნამდვილად სჭირდება.

Khaled Hosseini – The Kite Runner


ხალედ ჰოსეინის "ფრანით მორბენალი" ავღანელების რთულ ცხოვრებას ასახავს  და ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ეს ის წიგნია, რომელსაც ამანდა ამ მდგომარეობაში უნდა კითხულობდეს. სამწუხაროა, რომ გრეჰემის გაცნობის შემდეგ ამანდას იგი არც გახსენებია. 

ფოტო: Amazon