ისლანდიელი მომღერალი ბიორკი რობერტ ეგერსის ახალ ფილმში - The Northman-ში ითამაშებს.

 

ფილმის სიუჟეტი მე-10 საუკუნის ისლანდიაში ვითარდება და ვიკინგების ცხოვრებას ასახავს. დეკემბერში კინოსურათის ოფიციალური ტრეილერი გავრცელდა - როგორც ჩანს, მასში ბიორკთან ერთად ნიკოლ კიდმანი, უილიამ დეფო, ალექსანდრ სკარსგარდი და ანია ტეილორ-ჯოი თამაშობენ.

 

 

ბიორკის სამსახიობო დებიუტი 2000 წელს შედგა რეჟისორ ლარს ფონ ტრიერის ფილმში - "სიბნელეში მოცეკვავე" . The Northman მომღერლის მორიგი მასშტაბური პროექტია.

 

The Northman-ის მსოფლიო პრემიერა 2022 წლის 22 აპრილს გაიმართება. 

 

 

ფოტო: 1.Warren Du Preez and Nick Thornton-Jones  2. AIDAN MONAGHAN/FOCUS FEATURES 3.Stereogum