ჯადოსნური ახალი წელი უკვე ვიზეიმეთ და გარდერობში ბრჭყვიალა სამოსის იანვრის ცივი დღეებისთვის განკუთვნილი ტანსაცმლით ჩანაცვლებაზე ფიქრი უნდა დავიწყოთ. Hammock Magazine ტრადიციულად გთავაზობთ შოპინგ-რეკომენდაციებს, სადაც სეზონისთვის კომფორტულ, საინტერესო და საჭირო ნივთებთან ერთად, სადღესასწაულო სამოსსა და აქსესუარებსაც აღმოაჩენთ იმ შემთხვევაში, თუ კვლავ საახალწლო განწყობა გაქვთ.
Rose Moda
ქართული ბრენდის, Rose Mode-ის კოლექციაში 80-იანი წლების მოდით შთაგონებულ სამოსსა და აქსესუარებს ვხვდებით. მბზინავი კაბები, გამჭვირვალე ხელთათმანები და ხავერდის ქუდები როგორც ყოველდღიური, ასევე სადღესასწაულო ლუქის შექმნას გაგიმარტივებთ.
Tamra
მრავალფეროვან, თანამედროვე ყოველდღიურ სამოსს ბრენდი Tamra გვთავაზობს. ჩვენ გირჩევთ Tamra-ის ბამბის "ჰუდს" ფერადი პრინტით, რაც თქვენს ჩაცმულობას ყველასგან გამორჩეულს გახდის.
Izipizi Sunglasses
მზის სათვალე ზამთარშიც არანაკლებ მნიშვნელოვანი ატრიბუტია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მთის კურორტზე გამგზავრებას გეგმავთ. ფრანგული ბრენდის, Izipizi-ის გამორჩეული სტილის მზის სათვალეები ყოველთვის საუკეთესო არჩევანია და საქართველოში მათი შეძენა Giggles-ის ვებგვერდზე, კონცეპტუალურ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში შეგიძლიათ.
Lalo Cardigans Sweater
Ნაქსოვი სვიტერი - ამ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ატრიბუტი. Lalo Cardigans-ის ვინტაჟური სტილით შთაგონებული ნაქსოვი სვიტერი გომეტრიული პატერნით კარგი განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ. მისი და სხვა ნივთების დათვალიერებას Lalo Cardigans-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებთ.
Lisa Says Gah
მიუხედავად სიცივისა, სამკაული ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ეს აქსესუარი ხომ ყველაზე უკეთ ახერხებს, ნებისმიერ ჩაცმულობას განსაკუთრებული იერი მიანიჭოს. ჩვენ Lisa Says Gah-ის სპირალის ფორმის ყელსაბამი ავარჩიეთ.
Reckless Mountain Print Puffer Jacket
ქართული ბრენდის, Reckless-ის ზამთრის კოლექციას მთიანი სვანეთის ლანდშაფტების პრინტიანი სამოსი შეემატა. ჩვენი ფავორიტია ქურთუკი, რომლის დახმარებითაც იდეალურ ზამთრის ლუქს ააწყობთ.
Paloma Wool Ogane Set
რა უხდება თოვლს და იანვარს ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, კომფორტული "სეტი". ესპანური ბრენდის, Paloma Wool-ის ნაქსოვი ნაკრები ორიგინალური პატერნით მომხმარებლების ერთ-ერთი სასურველი შენაძენია.
Crosty
ქართული ბრენდის, Crosty-ის სპორტული ფეხსაცმელი უკვე 7 წელია ქართველი და უცხოელი მომხმარებლების ყურადღებას იპყრობს. ჩვენი არჩევანია ფეხსაცმლის მოდელი - DRO ახალ ფერში, რომელსაც ნებისმიერ სტილზე მოირგებთ.
Moon Rabbit Shop
თუ ხელნაკეთი სამკაულის და აქსესუარების მოყვარული ხართ, Moon Rabbit Shop-ის თმის ფერადი აქსესუარი საინტერესო ლუქის იდეალური დანამატი იქნება.
Kirin
ალბათ ბევრისთვის უცნობია, რომ ახალგაზრდების საყვარელი კორეელი დიჯეი პეგი გუ ტანსაცმლის საკუთარ ბრენდს ფლობს. Kirin - ასე ჰქვია ბრენდს, რომელიც ორიგინალური პრინტის მქონე უნისექს ტანსაცმელსა და აქსესუარებს აერთიანებს. ფერადი კოლექციის დათვალიერება ბრენდის ინსტაგრამის პლატფორმასა და farfetch.com-ზე შეგიძლიათ.
Phubber Consignment
Phubber Consignment შოურუმია, რომელშიც Luxury ბრენდების ავთენტური ტანსაცმელი და აქსესუარებია წარმოდგენილი. აქ ცნობილი ბრენდების ე.წ. Iconic ნივთებსაც გადააწყდებით და ყველაზე საინტერესო გზით შეძლებთ გარდერობის განახლებას. Ჩვენ შოურუმიდან Diane Von Furstenberg-ის ხელოვნური ბეწვის მოსაცმელი შევარჩიეთ, რომელიც იდეალური ნივთია ზამთრის წვეულებებისთვის ან უბრალოდ ქუჩაში სასეირნოდ.
The North Face x Gucci
სამოსი და აქსესუარები The North Face-ს და Gucci-ის კოლაბორაციიდან სეზონის საუკეთესო შენაძენი გახდება. მრავალფეროვანი კოლექციიდან სამთო კურორტზე წასასვლელად იდეალურია ზურგჩანთა, რაც ერთდროულად პრაქტიკულობისა და ორიგინალურობის შეგრძნებას მოგანიჭებთ.
Rosebud
ქართული ბრენდის, Rosebud-ის მრავალფეროვანი კოლექციიდან ნაქსოვი ქუდი შევარჩიეთ. ეს აქსესუარი ზამთრის დღეებისთვის იდეალური არჩევანია.
დაწერე კომენტარი