უეს ანდერსონი Netflix-თან ერთად ახალ ფილმს იღებს. ფილმის სიუჟეტს საფუძვლად როალდ დალის წიგნი - The Wonderful Story Of Henry Sugar უდევს. უკვე ცნობილია მსახიობთა სიაც - ბენედიქტ კამბერბეჩი - რალფ ფაინსთან და დევ პატელთან ერთად - ფილმის მთავარი გმირია. 

Ბრიტანელი ავტორის წიგნი The Wonderful Story Of Henry Sugar 1977 წელს გამოიცა და შვიდ პატარა ისტორიას აერთიანებს. 

 

 

2009 წელს გადაღებული Fantastic Mr. Fox-ის შემდეგ, ეს რეჟისორის მეორე ნამუშევარია როალდ დალის ნაწარმოების მიხედვით. 

 

ფოტო: Jonathan Short/Associated Press; Tim Walker for The New Yorker