ჰაიაო მიაძაკისა და Studio Ghibli-ის ანიმაციები ათწლეულებია მთელი მსოფლიოს მაყურებელს აღაფრთოვანებს. მიაძაკის ჯადოსნურ სამყაროში მნახველი ცდილობს საკუთარი თავი რთულ და უნიკალურ პერსონაჟებში ამოიცნოს.  არტისტმა ჰანა ოგიტამ მიაძაკის ფილმების პერსონაჟებზე დაკვირვებით ზოდიაქოს ნიშნებთან ზუსტი პარალელები გაავლო და ასტროლოგიური ასპექტები საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე წარმოგვიდგინა. 

 

ვერძი - San ფილმიდან Princess Mononoke


ჰანა ოგიტამ ვერძს ფილმ Princess Mononoke-ს მთავარი პერსონაჟი, მეომარი პრინცესა მონონოკე შეუსაბამა.

 

კურო - Totoro, mini totoros & Mei ფილმიდან My Neighbor Totoro


კუროს მიწიერ თვისებებს მიაძაკის ფილმებიდან ყველაზე საყვარელი პერსონაჟები ტოტორო, მინი-ტოტოროები და მეი ასახავენ.

 

ტყუპები - Kiki & Jiji ფილმიდან Kiki's Delivery Service


ტყუპებს განუყრელი მეგობრები - Kiki და Jiji ფილმიდან Kiki's Delivery Service განასახიერებენ. 

 

კირჩხიბი - Chihiro ფილმიდან Spirited Away


Spirited Away-ის პროტაგონისტს, გაბედულ ჩიჰიროს, ჰანას აზრით, კირჩხიბის თვისებები აქვს.

 

ლომი - Catbus ფილმიდან My Neighbor Totoro


ფილმ My Neighbor Totoro-ის გმირი - Catbus ლომივით ერთგული მეგობარია.

 

ქალწული - Sophie & Calcifer ფილმიდან Howl's Moving Castle


Howl's Moving Castle-ის გმირები - Sophie-სა და Calcifer-ის ორი სრულიად საპირისპირო ხასიათი არტისტმა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გააერთიანა.

 

სასწორი - Sheeta ფილმიდან Castle in the Sky


Ჰანამ Მორცხვი და კეთილი Sheeta ფილმიდან Castle in the Sky ზოდიაქოს ყველაზე “ჰაეროვან” ნიშანს, სასწორს შეუსაბამა.

 

მორიელი - Lady Eboshi ფილმიდან Princess Mononoke


Princess Mononoke-ს მთავარი ანტაგონისტი - Lady Eboshi ძლიერ და იდუმალ მორიელს მოგვაგონებს. 

 

მშვილდოსანი - Forest Spirit ფილმიდან Princess Mononoke


Სიკვდილისა და სიცოცხლის ღმერთი - Forest Spirit ფილმში Princess Mononoke ცვლილებებისა და სიძლიერის სიმბოლოა.

 

თხის რქა - Yakul ფილმიდან Princess Mononoke


Princess Mononoke-ს პერსონაჟი Yakul თხის რქას განასახიერებს და არტისტის აზრით, რეჟისორმა ზოდიაქოს ამ ნიშნის უფრო ღრმა, არამატერიალური თვისებები  წამოსწია წინ.

 

მერწყული - Haku ფილმიდან Spirited Away


ფილმის Spirited Away-ის გმირი, ბრძენი Haku ერთგული მეგობარი და მხარდამჭერია. ჰანამ მასში წინააღმდეგობებით სავსე რთული მერწყული დაინახა.

 

თევზები - Ponyo ფილმიდან Ponyo


Პატარა საყვარელი ოქროს თევზი Ponyo - გულუბრყვილო და მიამიტი პერსონაჟია.

ფოტო: Hana Ogita