“პრემიერ ჯგუფი” პრემიუმ კლასის სასმელების ქართული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბრენდებს აერთიანებს. მაღალი ხარისხის პროდუქტებით მდიდარი კომპანია მომხმარებლებს არაერთი სახეობის ბელგიურ და ჰოლანდიურ ლუდს, ასევე იტალიურ, ესპანურ და ავსტრიულ ღვინოს, მზა კოქტეილებსა და სხვადასხვა სადღესასწაულო სასმელების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც “პრემიერ ჯგუფის” კომპანიამ პრემიუმ კლასის სასმელების მაღაზია - “პრემიერ ალკო” დააფუძნა, რომელიც არაერთი კმაყოფილი მომხმარებლის სასურველ ადგილადაა ქცეული. ამჟამად “პრემიერ ალკოს” მაღაზიები თბილისში სამ ადგილას მდებარეობს, რომლებსაც შემდეგ მისამართებზე შეგიძლიათ ეწვიოთ: წყნეთის გზატკეცილი 7, ბარნოვის 76 და ვაჟა-ფშაველას 14. “პრემიერ ალკოს” ფილიალები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება, რაც კომპანიის გაფართოებული ასორტიმენტითა და მომხმარებელთა მზარდი რაოდენობითაა გამოწვეული.
“კომპანიის შექმნის იდეა ბელგიაში ვიზიტმა განაპირობა”, - ამბობს პრემიერ ჯგუფის დამფუძნებელი თინათინ დიდავა Hammock Magazine-თან საუბრისას, - “ბელგიაში ერთ-ერთ გამოფენაზე ძალიან მოგვეწონა ბელგიური ლუდი და რადგანაც მისი იმპორტი საქართველოში ნაკლებად იყო განვითარებული, გადავწყვიტეთ, რომ ბელგიური ლუდის შემოტანაზე გვეზრუნა. სწორედ ასე გაჩნდა ჩვენთან ტრაპისტი ლუდის მრავალფეროვანი არჩევანი, ლამბიქები, ლუდი გლუტენის გარეშე… შემდეგ კი, დროთა განმავლობაში განსხვავებულ პროდუქტებს სხვადასხვა წამყვან გამოფენებზე ვეძებდით და ვცდილობდით ისინი ჩვენს ბაზარზე შემოგვეტანა”. აღსანიშნავია ისიც, რომ “პრემიერ ჯგუფის” განვითარების სტრატეგია ორიენტირებულია არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებთან დაახლოებასაც ისახავს მიზნად. ამ ეტაპზე კომპანია მუშაობს როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე უკრაინის ბაზარზეც.
“პრემიერ ჯგუფის” წარმომადგენლებისათვის ბრენდის ხარისხთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრენდის ისტორიაც - ის ბუნებრივი მახასიათებლები, რომლებიც სასმელის უნიკალურობას განსაზღვრავს. ამ კუთხით “პრემიუმ ჯგუფის” სხვადასხვა სახეობის ბელგიური ლუდი ნამდვილად გამორჩეულ ნიმუშებს წარმოადგენს. ბელგიური ლუდის მისაღებად ხომ მხოლოდ მომზადების წესის ზედმიწევნით დაზუთხვა საკმარისი სულაც არ არის, რადგან ამ შემთხვევაში ლუდის მიღების უნიკალურ ფორმულას გეოგრაფიული არეალი განაპირობებს. ბელგიური ტრაპისტი ლუდის მაგალითზე, იგი აუცილებლად ტრაპისტული მონასტრის ტერიტორიაზე უნდა იხარშებოდეს, რომლის მოსამზადებლად მხოლოდ იმავე ტერიტორიაზე მოპოვებული წყალი და საფუარი უნდა გამოიყენებოდეს, რეცეპტი კი ტრაპისტ ბერს ეკუთვნოდეს. “პრემიერ ჯგუფის” საშუალებით ქართველ ლუდის მოყვარულებს “პრემიერ ალკოს” მაღაზიებში ხუთი სახეობის ტრაპისტი ლუდის - Chimay-ს, Westmalle-ის, Rochefort-ის, Duvel-ისა და Spencer-ის დააგემოვნება შეუძლიათ.
“ბელგიურ ლუდის ბრენდებთან ერთად ჩვენთან წარმოდგენილია ცნობილი იტალიური მეღვინეობა, ტომაზის პროსეკო, ესპანური კავა, კასტელარი, გრაპუსი, მზა კოქტეილები, რომელთა თითო ბოთლში 7-8 ულუფას შეიცავს და დასაგემოვნებლად მხოლოდ ყინულის დამატებაა საჭირო. 15 სახის მზა კოქტეილებს შორის შეხვდებით მოჰიტოს, მაი ტაისა და ნეგრონს. სახლის წვეულებებისათვის იდეალურია ვისკი - Scottish Leader, ჰოლანდიური ლუდი Oranjeboom, ასევე ავსტრალიური ღვინო და ცქრიალა ღვინო Yellow Tail, რომელიც 2021 წელს ყველაზე მოთხოვნადი იყო მსოფლიოში”, - ამბობს თინათინ დიდავა.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, “პრემიუმ ჯგუფის” მაღაზიათა ქსელს რამდენიმე თვეში ახალი, განსხვავებული კონცეფციის სივრცე დაემატება. კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, ეს იქნება სადეგუსტაციო სივრცე, სადაც მომხმარებლები შეძლებენ საუკეთესო და გამორჩეული სახეობის ლუდი და უცხოური თუ ადგილობრივი ღვინო დააგემოვნონ.
პრემიუმ კლასის სასმელების ასორტიმენტის უკეთ გასაცნობად შეგიძლიათ “პრემიერ ჯგუფის” ოფიციალურ ვებგვერდს - www.premiere.ge-ს ეწვიოთ.
დაწერე კომენტარი