ზამთრის ყველაზე სასიამოვნო და თავგადასავლებით სავსე სათხილამურო სეზონი უკვე დაიწყო. პრაქტიკული და ამავდროულად, ორიგინალური სამთო სამოსის, აქსესუარებისა და დასვენებისთვის განკუთვნილი სხვა საჭირო ნივთების ძიების პროცესი არც ისე მარტივია, სწორედ ამიტომ Hammock Magazine გთავაზობთ Shopping-რეკომენდაციებს, სადაც კომფორტულ და საინტერესო ნივთებს აღმოაჩენთ.

 Perfect Moment Ski Jumpsuit


 

სათხილამურო ლუქი კომფორტული კომბინეზონის გარეშე წარმოუდგენელია. რეკომენდაციების სიაც სწორედ ამ მნიშვნელოვანი ნივთით დავიწყეთ და თქვენთვის ფრანგული ბრენდის - Perfect Moment-ის სათხილამურო კომბინეზონი შევარჩიეთ.

 

 

Izipizi Glacier Sunglasses


მზის სათვალე სამთო კურორტზე საჭირო ატრიბუტია. ფრანგული ბრენდის, Izipizi-ის მზის სათვალე Glacier ხაზიდან, საუკეთესო არჩევანია და საქართველოში მისი შეძენა Giggles-ის ვებგვერდზე, კონცეპტუალურ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში შეგიძლიათ.  

 

Isabel Marant Wool Sweater


ცოტა ხნის წინ ფრანგულმა ბრენდმა Isabel Marant-მა და Mytheresa-მ ერთობლივად სადებიუტო სათხილამურო კოლექცია შექმნეს. შალის სვიტერი ამ კაფსულა-კოლექციიდან ერთ-ერთი must have ნივთია. ნეიტრალური ტონალობისა და კლასიკური ფორმის წყალობით, მის კომბინირებას ნებისმიერი სტილის სამოსთან მოახერხებთ.  

 

Funduki Double Sided Cape


თუ უპირატესობას მშვიდ დასვენებას ანიჭებთ, ქართული ბრენდის - "ფუნდუკის" ორმხრივი ლაბადა შავ და ყავისფერ ფერებში იდეალურია თოვლიან ქუჩებში სასეირნოდ. შესაძენად ეწვიეთ ბრენდის მაღაზიასა და ინსტაგრამ-გვერდს.

 

The North Face x Gucci Bag


სამოსი და აქსესუარები The North Face-ს და Gucci-ის კოლაბორაციიდან სეზონის საუკეთესო შენაძენი გახდება. მრავალფეროვანი კოლექციიდან მთებში სათხილამუროდ წასასვლელად კომპაქტურ ჩანთას გირჩევთ.

 

The Shop Balaclava


ქართული კონცეპტუალური მაღაზია The Shop “ბალაკლავის” ორიგინალურ დიზაინებს გვთავაზობს, რაც ზამთრის ცივ დღეებში განსაკუთრებით კომფორტული იქნება. “ბალაკლავის” შესაძენად და სხვა ორიგინალური ნივთების დასათვალიერებლად მაღაზიას კოსტავას 14 ნომერში ეწვიეთ.

 

ERL Striped Gloves


მას შემდეგ, რაც რეპერი Asap Rocky გასული წლის Met Gala-ს ღონისძიებაზე ამერიკული ბრენდის, Erl-ის უზარმაზარი ნაქსოვი მოსაცმელით წარდგა, ბრენდის მიმართ ინტერესი გაძლიერდა. კოლექციებში ულამაზეს ნაქსოვ ტანსაცმელსა და აქსესუარებს ვხვდებით. ჩვენ გარდამავალი ტონალობის შალის ხელთათმანი ავარჩიეთ, რაც ამ სეზონის ალბათ ყველაზე საჭირო ნივთია.

 

They Said Books - A Treasury of Wintertime Tales. Taschen


ეს სეზონი კარგ განწყობასთან, თოვლთან და დაუვიწყარ თავგადასავლებთან ასოცირდება, რამაც მწერალი ნოელ დანიელი შთააგონა წიგნი 13 ზღაპრულ ისტორიაზე შეექმნა. ილუსტრაციების დახმარებით წიგნი მკითხველში სასიამოვნო, ნოსტალგიურ ემოციებს იწვევს.

განწყობის ასამაღლებელი და ამავდროულად, მსუბუქად წასაკითხი - სწორედ ასეთია Taschen-ის ბეჭდური გამოცემა A Treasury of Wintertime Tales და მის შეძენას They Said Books-ის კონცეპტუალურ მაღაზიაში და ვებგვერდზე შეძლებთ.

 

Muzaradi Headband


ქართული ბრენდის, Muzaradi-ის ნაქსოვი Headband ცისფერ ტონალობაში განსაკუთრებით მოუხდება თოვლიან სამთო კურორტს და თხილამურებით სრიალის დროს ძალიან კომფორტულია.

 

Reckless Puffer Jacket


ქართული ბრენდის, Reckless-ის ზამთრის კოლექციას მთიანი სვანეთის ლანდშაფტების პრინტიანი სამოსი შეემატა. ჩვენი ფავორიტია ქურთუკი, რომლის დახმარებითაც იდეალურ ზამთრის ლუქს ააწყობთ.

 

Stone Island Bottle


სპორტის მოყვარულების საყვარელმა ბრენდმა, Stone Island-მა მრავალფეროვან კოლექციას თერმოსი დაამატა, რომელიც 12 საათის განმავლობაში უნარჩუნებს სასმელს ტემპერატურას.

 

Dr. Barbara Sturm Winter Essentials Kit



სამთო კურორტზე გამგზავრების წინ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პერიოდში სახის კანს განსაკუთრებით უნდა მოვუფრთხილდეთ. სწორედ ამიტომ, გირჩევთ ამერიკული დერმატოლოგიური ბრენდის - Dr. Barbara Sturm-ის სამგზავრო მინი-ნაკრების შეძენას, რომელშიც 6-საფეხურიანი რუტინისთვის განკუთვნილ თავის მოვლის საშუალებებს აღმოაჩენთ. ყველა მათგანი კანს გამოშრობისგან  იდეალურად იცავს და აღადგენს მის ბარიერულ ფუნქციას.

 

Kashkash Body Lotion Bar


ექსტრემალური გართობის შემდეგ  განტვირთვას და თავის მოვლის რუტინას არაფერი შეედრება. ქართული ბრენდის, Kashkash-ის ტანის ლოსიონის მყარი ბურთულები, რომელიც ღრმად ატენიანებს და არბილებს სიცივისგან გამომშრალ კანს, ამ პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. გარდა ამისა, კომპაქტური ზომის წყალობით, მოგზაურობისას მისი ტარება დამატებითი კომფორტია. 

 

Communal Craft Wool Slippers


თოვლიან დღეებში თბილ და მყუდრო ატმოსფეროს Communal Craft-ის შალის სახლის ფეხსაცმელი შეგიქმნით. მისი შეძენა, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში შეგიძლიათ. 

 

Ingorokva Leggings


ქართული მოდის სახლის, Ingorokva-ს "ლეგინსი" ორიგინალური პრინტით თქვენს სათხილამურო ჩაცმულობას ყველასგან გამორჩეულს გახდის. 

 

Diemme Inverno Vet Boots


კომფორტული ფეხსაცმელი - აი რა გვჭირდება სათხილამურო კურორტზე ყველაზე მეტად. თუ ამ სეზონისთვის სადა, კომფორტულ, თუმცა ამავდროულად, საინტერესო დიზაინის ფეხსაცმელს ეძებთ, თვალი გადაავლეთ Diemme-ის ზამთრის მოდელს. 

 

Cimcimi Candles

 

 

სასიამოვნოდ დამღლელი დღის დასასრულს კარგი განწყობის შენარჩუნებაზე სურნელოვანი სანთლები იზრუნებს. ჩვენი ფავორიტია Cimcimi Candles-ის სანთლები ქართული რელიეფური ხელოვნების ნიმუშებზე დაფუძნებული ორიგინალური დიზაინით.