მაშინ როცა ყველანი თვითიზოლაციის გამო საკუთარ სახლებში  ვართ და თავისუფალი დროც ბევრი გვრჩება, ციფრული სამყარო საშუალებას გვაძლევს, ეს დრო პროდუქტიულად გამოვიყენოთ. უკვე ონლაინ, სრულიად უფასოდ, არაერთი  საინტერესო შემოქმედებითი კურსია ხელმისაწვდომი.


მათ სიას კი ალექსანდრ მაკ-ქუინის ფონდის, Sarabande-ს შემოქმედებისა და ვიზუალური ხელოვნების ლექციების სერიაც დაემატა.  მასტერკლასებს მოდისა და ხელოვნების სამყაროს აღიარებული პროფესიონალები ჩაატარებენ. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

SARABANDE SESSIONS goes live tomorrow. A selection of inspirational and creative Sarabande talks streaming live into your home for limited (lockdown) period. Our first free online talk - the fabulous Academy Award winning Colleen Atwood and Eddie Redmayne discussing The Clothing of the Character - will go live on our website from 5pm GMT tomorrow, Friday 27 March. New talks will be added every day at 5! THERE’S MORE, if there's been a speaker you've really loved and would jump at the chance to revisit then please comment on this post or email us at [email protected] and we’ll get your favourites up on #SarabandeSessions

A post shared by Sarabande Foundation (@sarabandefoundation) on



უკვე ცნობილია ონლაინ ლექციების მასპინძლების სია: MET-ის მუზეუმის მოდის ცენტრის კურატორი ენდრიუ ბოლტონი, რომელიც თავის ყველაზე წარმატებულ Camp-ის პრეზენტაციაზე ისაუბრებს, A-COLD-WALL*-ის დამფუძნებელი და დიზაინერი სამუელ როსი, მხატვარი და მწერალი გრეისონ პერი და ფოტოგრაფი ჯუნო კალიფსო, ასევე  ტიმ უოლკერი და მოლი გოდარი თავ-თავიანთი შემოქმედების მნიშვნელოვან დეტალებს გაგვიმხელენ.

პირველი ონლაინ ლექცია 27 მარტს ჩატარდა, ოსკაროსანმა დიზაინერმა კოლინ ეტვუდმა და მსახიობმა ედი რედმეინმა ეკრანის ესთეტიკასა და პერსონაჟების სამოსზე ისაუბრეს. ლექციები 9 აპრილის ჩათვლით, ყოველდღე გაიმართება.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

TUNE IN 5PM GMT! First up in #SarabandeSessions are Oscar winners Colleen Atwood and Eddie Redmayne!! The pair discussed Colleen’s remarkable career as a Costume Designer, touching on her life, inspirations and practice. Colleen has won four Academy Awards for her work in costume and has designed for films such as Edward Scissorhands, Memoirs Of A Geisha, Chicago, Fantastic Beasts and Where to Find Them and Silence of the Lambs. Head over to our website to watch the full video! (Link in bio)

A post shared by Sarabande Foundation (@sarabandefoundation) on



თუ გსურთ თვითიზოლაციის პერიოდი შემოქმედებითად პროდუქტიული გახადოთ, თანაც სრულიად უფასოდ,  აუცილებლად ეწვიეთ ფონდის საიტს (https://sarabandefoundation.org/) და დაელოდეთ ლექციებს. 

ონლაინ ლექციების სრული სია კი იხილეთ აქ:

პარასკევი, 27 მარტი

პერსონაჟთა სამოსის განხილვა კოლინ ეტვუდთან და ედი რედმეინთან ერთად.

შაბათი, 28 მარტი 

მოუსმინეთ ფრანჩესკა ამიტროფსა და ჰარიეტ ქუიქის. 

კვირა, 29 მარტი 

რუთ ბუსტალი და იონა სილვერმენი ციფრული სამყაროში გამოსახულებების მნიშვნელობაზე  ისაუბრებენ.

ორშაბათი, 30 მარტი

შექმენით ციფრული სტრატეგია კარინა ნობსთან და ლოურენ ინდვიკთან ერთად.

სამშაბათი, 31 მარტი

ენდრიუ ბორტონი ლიამ ფრიმენთან ერთად მოდის სიახლეებზე ისაუბრებს.

ოთხშაბათი, 1 აპრილი

შეგიძლიათ მოუსმინოთ A-COLD-WALL*-ის დამფუძნებელსა და დიზაინერს, სამუელ როსსა და ბანი ქეინის.

ხუთშაბათი, 2 აპრილი

გაიცანით გრეისონ პერი.

პარასკევი, 3 აპრილი

როგორ გადავიღოთ ფილმი? ამ თემაზე ოლივერ კამფერი, ემი ჯექსონი და ფიონა ლამპი ისაუბრებენ.

შაბათი, 4 აპრილი 

ბანი ქინი, სემ ფარამენი და რებეკა ლუიზა სმიტი ჩაატარებენ მასტერკლასს, თუ როგორ გავუკეთოთ რეკლამა ჩვენ მიერ გადაღებულ ფილმებს.

კვირა, 5 აპრილი

გაიცანით ჯეიკ ჩეპმენი და მარკ სანდერსი.

ორშაბათი, 6 აპრილი

მოუსმინეთ ჯუნო კალიფსოს.

სამშაბათი, 7 აპრილი

მეჯი ჰემბლინგი და ჯეიმს კეჰილი წარმოგიდგენთ:

ოთხშაბათი, 8 აპრილი

თქვენ წინაშე წარდგებიან ტომ ბრაუნი და ტიმ ბლანკსი.

ხუთშაბათი, 9 აპრილი

გაიცანით ტიმ უოლკერი და მოლი გოდარი.