ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, კომპოზიტორმა და პროდიუსერმა ბრაინ ინომ, რომელმაც ტერმინ Ambient Music-ის დამკვიდრებას შეუწყო ხელი, ლონდონის Paul Stopler-ის გალერეასთან თანამშრომლობით მანათობელი დიზაინის ფირსაკრავები გამოუშვა. ლიმიტირებული რაოდენობის ორიგინალური ფირსაკრავები სხვადასხვა ფერშია შესრულებული, რომლებიც ხმისა და გამოსახულების ფსიქოდელიური კომბინაციის შთამბეჭდავ ნიმუშებს წარმოადგენს. თითოეულ ფირსაკრავს ბრაიან ინოს ხელმოწერაც აქვს დართული, რომელთა შეძენა გალერეის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
“ფირსაკრავისაგან წარმოქმნილი შუქი ხელშესახები იყო, თითქოს ორთქლის ღრუბლებში გამომწყვდეულიყო. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვისხედით და ვუყურებდით, გაოგნებულები ვიყავით სინათლის, როგორც ფიზიკური არსებობის ამ სრულიად ახალი გამოცდილებით”, - ამბობს ბრაიან ინო.
შეგახსენებთ, რომ მუსიკალურ კარიერასთან ერთად ინო აქტიურად მუშაობს ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით. შთაგონებული ჯეიმს ტურელის ნამუშევრებით, ასევე მონდრიანით, სუპრემატიზმითა და მე-20 საუკუნის ადრეული პერიოდის რუსული ავანგარდის ნიმუშებით, ბრაიან ინოს შემოქმედება სინათლის პოტენციალის კვლევასაც ემსახურება. 2017 წელს Ivorypress-ში მისი სოლო-გამოფენაც გაიმართა, რომელმაც ბრიტანელი ხელოვანის სინათლის ნამუშევრების ინსტალაციები გააერთიანა.
დაწერე კომენტარი