პანდემიის პირობებში კომპანია „კარფურმა“ მიზნად დაისახა საკუთარი მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების და კომფორტის უზრუნველყოფა. ჰიპერმარკეტებისა და სუპერმრკეტების ქსელმა, მიტანის სერვისის ახალი აპლიკაცია - „Carrefour Now“ გამოუშვა, რომლის მთავარი სლოგანია - "5000 პროდუქტი 60 წუთში“ - ციფრული სერვისის დახმარებით სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ მისასამართზე შეგიძლიათ სასურველი პროდუქტის მიღება 60 წუთში, ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით.
შეგახსენებთ, რომ ახალი აპლიკაციის მომხმარებლები 31 იანვრამდე სხვადასხვა საინტერესო აქციებით და საჩუქრებით ისარგებლებენ. მომხმარებელი, რომელიც გადაიხდის Mastercard-ით, მიიღებს 30%-იან ფასდაკლებას.
ონალინ პლატფორმაში ასევე ხელმისაწვდომია ლოიალობის პროგრამა - MyClub, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გადაიხადოს დაგროვილი ქულებით სახლიდან გაუსვლელად და ისარგებლოს განსაკუთრებული შეთავაზებებით ონლაინ.
მობილური აპლიკაცია სახელწოდებით „MAF CARREFOUR“ ხელმისაწვდომია როგორც Android, ასევე iOS სისტემებისთვის.
აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ მითითებულ ბმულს - https://bit.ly/3IDozxc
დაწერე კომენტარი