პარიზელმა ფოტოგრაფმა ეზრა პეტრონიომ მოდის სამყაროში მოღვაწე ადამიანების ამსახველი პოლაროიდები გააერთიანა წიგნში, სახელწოდებით Stylistics.
30 წლის განმავლობაში ეზრა პეტრონიომ 4000-მდე პორტრეტული ნამუშევარი შექმნა. სურათებში მოდის ლეგენდებთან ერთად ვხედავთ ცნობილ მსახიობებს, მხატვრებს, მუსიკოსებსა და მოდელებს. ის ქმნის ფოტოებს, რომლებზეც პიროვნებების შინაგანი სამყაროა ასახული.
164-გვერდიან წიგნში - Stylistics - კარლ ლაგერფელდის, ვივიენ ვესტვუდისა და ლუის ბურჟუას ფოტოების გვერდით კანიე უესტის, შარლოტა გინსბურგის, დემნა გვასალიას, ანია რუბიკის სურათებია წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სურათი იმპროვიზაციის შთაბეჭდილებას ტოვებს, ისინი ფრთხილი დაგეგმვისა და ზუსტი შესრულების შედეგია და მნახველს რეალიზმისა და ინტიმურობის განცდას უქმნის.
წიგნში შესული პოლაროიდის ფოტოები ციურიხში, გალერეა Galerie Gmurzynska-შია წარმოდგენილი.
ფოტო: IDEA
დაწერე კომენტარი