ჩეხმა არქიტექტორმა - პეტრ ჯანდამ პრაღის სანაპიროს ურბანული განვითარების მიზნით, მდინარე ვლტავას ნაპირებზე გამავალი მიწისქვეშა გვირაბები უნივერსალურ საჯარო სივრცეებად აქცია. 


სანაპიროს ტერიტორია დიდი ხნის განმავლობაში მანქანების სადგომად და საწყობებად გამოიყენებოდა. ჯანდას პროექტის მიხედვით, სანაპიროს სამი მონაკვეთი ახალ ფუნქციას შეიძენს: დიდი ელიფსური მინით გაფორმებულ თაღოვან ოთახებში მაღაზიები და გალერეები განთავსდება, მბზინავი ფოლადის კარის მქონე გვირაბებში კაფეებისა და სამუშაო სივრცეების გახსნა იგეგმება, ხოლო დანარჩენი ტერიტორია საზოგადოებრივი საპირფარეშოებისთვისაა განკუთვნილი.  


მასალების კონტრასტი, კლასიკური არქიტექტურისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ორიგინალური შერწყმა ერთიანობის განცდას ქმნის. ინტერიერში მთლიანობის შესანარჩუნებლად კედლები, იატაკი და ჭერი ბეტონითაა დაფარული და ფერთა ერთნაირი პალიტრაა გამოყენებული. 

 

 

"სივრცეები სიმბიოტიკურად ერწყმის სანაპირო კედლების ორიგინალურ არქიტექტურას, - ამბობს არქიტექტორი Designboom-თან ინტერვიუში,  - ურბანული აკუპუნქტურის სტრატეგიის გამოყენებით, მონუმენტური მთლიანობა იქმნება". 

 

 

პროექტის ფარგლებში უნივერსალური ავეჯიც შეიქმნა, რაც ნებისმიერი დანიშნულების მქონე სივრცეს მოერგება - მოწყობილობა

შეიძლება გადაადგილდეს  და გამოდგეს როგორც ბარის მაგიდად კაფეში ან მისაღების მაგიდად გალერეებისთვის.

 

 

სანაპირო ზოლის განვითარების შემდგომ ეტაპზე ურბანული ავეჯისა და საკრუიზო გემების მცურავი ტერმინალების შექმნაც იგეგმება. 


ფოტო: Dezeen