ინტერიერის მოწყობა რიტუალივითაა, რაც სასიამოვნო განწყობის შექმნაში ყოველთვის გვეხმარება. ცივ ზამთარში, სეზონზე, როცა კომფორტის შეგრძნება განსაკუთრებით გვჭირდება, მყუდრო ატმოსფეროს ინტერიერისთვის შერჩეული დეკორი გვიქმნის. სწორედ ამიტომ, Hammock Magazine იმ ქართულ მაღაზიებს გირჩევთ, რომლებიც დეკორის ორიგინალურ და საინტერესო ნივთებს გვთავაზობენ. 

 

Kitchen & Living

პრემიუმ პროდუქტების მაღაზიებისა და რესტორნების ქსელს - Gastronome-ს სამზარეულოსა და დეკორის ობიექტების კონცეპტუალური შოურუმი - Kitchen & Living შეემატა. სკანდინავიური დიზაინის მქონე შოურუმში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის მასალით დამზადებული ნივთები და აქსესუარები, რომელთა მარტივი გეომეტრიული ფორმები და სისადავე მომხმარებლის ცხოვრების სტილს უსვამს ხაზს. 

 

Motif Design Elements

შოურუმში - Motif Design Elements წამყვანი  ბრენდების თანამედროვე დიზაინის ავეჯს, განათებასა და დეკორის ობიექტებს შეხვდებით. დახვეწილი და ორიგინალური დიზაინერული ნივთები თქვენს ინტერიერს გამორჩეულ იერს მიანიჭებს. თუ სიმყუდროვისთვის იშვიათ და განსხვავებულ კონცეპტუალურ ნივთებს ეძებთ, აუცილებლად ესტუმრეთ შოურუმს.

 

Mind The Shop

საცხოვრებელ სივრცეში Mind The Shop-ის დეკორის ობიექტები მყუდრო ატმოსფეროს აუცილებლად შეგიქმნით. საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურითა და პეტრე ოცხელის ცნობილი თეატრალური დეკორაციით შთაგონებული ორიგინალური სარკეები მნახველის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. აქვეა აღმოსავლური კულტურის გავლენით შექმნილი ხელით მოხატული კერამიკული ჭურჭელი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სხვა არაერთი ნიმუში, რაც თქვენი ინტერიერისთვის უდავოდ სასიამოვნო სიახლე იქნება.

The Shop

The Shop კონცეპტუალური მაღაზიაა, სადაც ყველაფერია თქვენი შთაგონებისთვის. საინტერესო ლიტერატურული გამოცემების, ტექსტილის ნიმუშების, პოსტერებისა და კერამიკული ჭურჭლის ჩათვლით, მაღაზიაში დეკორის სხვა ბევრ საინტერესო და ორიგინალურ ელემენტს აღმოაჩენთ.

 

Moodo Store

Მაღაზია Moodo Store-ის ნივთები არა მარტო დეკორატიული მნიშვნელობისაა, არამედ, გარკვეულწილად, საინტერესო ისტორიულ ინფორმაციასაც გვაწვდის მე-18 საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ ხელნაწერ ატლასებში წარმოდგენილი ჰერალდიკის შესახებ. სუფრებსა და დეკორატიულ ბალიშებზე სწორედ საქართველოს სხვადასხვა კუთხის გერბების პრინტია დატანილი. Სადღესასწაულო დღეებში ეს ნივთები სახლს განსაკუთრებული ენერგიით შეავსებს.

 

The Loop

Loop-ის ხელნაკეთი სანათები, მშვიდი ფერებისა და ორიგინალური ფორმის წყალობით ინტერიერში სითბოსა და სიმყუდროვეს შეიტანს. უნივერსალური დასადგამი სანათები, შეგიძლიათ ჭაღის ფუნქციითაც გამოიყენოთ და ნებისმიერ ოთახში განათავსოთ. 

 

Mysa

Mysa ადგილია, სადაც ცნობილი ბრენდების ავეჯისა და დეკორის ობიექტების მრავალფეროვნება დაგხვდებათ. არ აქვს მნიშვნელობა, სივრცის განახლებას გეგმავთ თუ საინტერესო ნივთების ძიებით განწყობის ამაღლება გსურთ - აქ თქვენი გემოვნების  ნივთს ნამდვილად იპოვით.

 

Decor.It

თანამედროვე ინტერიერში კლასიკური დიზაინის ელემენტების გამოყენება დღეს ერთ-ერთ მთავარ ტრენდად მიიჩნევა. ანტიკური ხელოვნების გავლენით შექმნილი სკულპტურები ელეგანტური და ეკლექტიკურია სახლის დეკორისათვის. Სწორედ ამ საინტერესო მულტიფუნქციურ ობიექტებს შეხვდებით Decor.it-ის ხელნაკეთ ნივთებს შორის. 

Sense Concept Store

თუ ინტერიერის გალამაზებისთვის ორიგინალურ და უცხო დიზაინის მქონე დეკორატიულ ნივთებს ეძებთ, აუცილებლად ეწვიეთ Sense Concept Store-ის შოურუმს "სითი მოლის" პრემიუმ სივრცეში. შოურუმში წარმოდგენილია ბრენდები -  Kartell, Seletti, Ferm Living და სხვა.

 

Moon Rabbit Shop

Moon Rabbit-ის ესთეტიკა ხელნაკეთ ტორშერებში, საყვავილეებსა თუ ხის ობიექტებში არაჩვეულებრივადაა ასახული. ორიგინალური დეკორის ობიექტები საცხოვრებელ სივრცეს დაამშვენებს და ნებისმიერი სტუმრის ყურადღებას მიიქცევს.

 

Toibox

ქართული ბრენდი - Toibox კერამიკული ფილებით მორთულ სხვადასხვა ტიპის ავეჯს აერთიანებს. ხელნაკეთი დეკორატიული კუბები და სადგამები აქრომატულ ფერებში ინტერიერს უფრო კლასიკურსა და მინიმალისტურს ხდის, ხოლო პასტელურ და ნათელ ფერებში - სიხალისეს ანიჭებს მას. 

 

Sundays 

Sundays იზრუნებს, თქვენი ინტერიერი და ექსტერიერი განსაკუთრებულად კომფორტული გახდეს. ღია ტონალობები და ბუნებრივი ქსოვილები თქვენს სახლში მყუდრო ატმოსფეროს შექმნის. 

 

Araki 

ქართული ბრენდი Araki ფარდაგების, აბრეშუმის სათავსოებისა და დეკორატიული ბალიშების საინტერესო დიზაინს გვთავაზობს. ქართულ მოტივებზე შექმნილი დეკორის ეს ორიგინალური ელემენტები თითქოს ზღაპრული შინაარსის იგავების მთხრობელებად გვევლინებიან.

 

Bleu Sur Blanc

 

 

ქართული ბრენდის - Bleu Sur Blanc ხელით მოხატული კერამიკის თეფშები გარდა იმისა, რომ სუფრას საინტერესო ვიზუალურ შტრიხს მატებს, ინტერიერში დამოუკიდებლადაც მიმზიდველად გამოიყურება.