ეწვიეთ „კარფურს“ და მიიღეთ შანსი მოიგოთ 10 ბრენდის განსაკუთრებული საჩუქარი. „კარფური“ საქართველოში მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-10 წელს აღნიშნავს.
2012 წელს „კარფურის“ პირველი ჰიპერმარკეტი თბილისი მოლში გაიხსნა. ბრენდმა მომხმარებლებს სრულიად ახალი სავაჭრო გამოცდილება შესთავაზა - მან ერთ სივრცეში ყველა სასურველი პროდუქტი და ნივთი გააერთიანა.
ფრანგული ბრენდი ყოველ იუბილეზე მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზებს სთავაზობს. საქართველოში არსებობის მე-10 წელს კარფური გეგმავს ყოველთვიურად მოუმზადოს ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზები და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის ყოველდღე!
„10 წელი, 10 დღე, 10 ბრენდი“ - „კარფურის“ იანვრის თვის კამპანია, რომელიც 20 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით ყველა ჰიპერმარკეტსა და სუპერმარკეტში იმოქმედებს.
ამ პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ნებისმიერი პროდუქტის ან ნივთის შეძენისას საჩუქრად მიიღონ 10 ბრენდის პროდუქცია: Tolsen, Ilitek, Fujifilm, Unilever, Henkel, Maybelline, Eveline, Mondelez, Scarlett, Warsteiner.
გათამაშებაში მონაწილობის მიღება ძალიან მარტივია - გამარჯვებულების გამოვლენა Happy Wheel - ის საშუალებით მოხდება სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში შოპინგისას.
მოემზადეთ დაუვიწყარი სიურპრიზებისთვის!
დაწერე კომენტარი