მილანურმა ბრენდმა SUNNEI-მ, რომელიც ახალგაზრდა დიზაინერებმა - ლორის მესინამ და სიმონე რიზომ დააფუძნეს, გასული წლის პირველი კოლექციის შემდეგ, დეკორატიული ობიექტების ახალი სერია - Objects II გამოუშვა.
კოლექცია იტალიური ხელოსნობის ოსტატობის ტრადიციას აგრძელებს.
Sunnei-ის მრავალფეროვან კაფსულაში მურანოს მინით შექმნილი ობიექტებია წარმოდგენილი. კერძოდ, მინის თეფშები და ინტიმური სათამაშოები, რაც ვენეციური ტექნოლოგიის წყალობით ფერთა მრავალფეროვანი კომბინაციითა და ზედაპირის სიგლუვით ხასიათდება.
კოლექციაში ასევე წარმოდგენილია მოჭიქული თიხის თასები, შალის გადასაფარებელი და სფერო - "Almost Swiss" ზოლიანი პატერნით, რომელიც დიზაინერმა მატეო დე კლერკმა Sunnei-სთვის შექმნა.
დიზაინერები განმარტავენ, რომ კოლექცია დაფუძნებულია „განსხვავებული დიზაინის ობიექტებზე მუშაობის იდეაზე, რაც ბრენდის ხედვას ასახავს და იტალიური ხელოსნობის ტრადიციას ორიგინალურად ეხმიანება".
2015 წელს დაარსებული Sunnei კოლექციების სიმარტივესა და დახვეწილობას მრავალფეროვანი პატერნებისა და ძვირფასი ქსოვილების საშუალებით აღწევს. დიზაინისადმი ინოვაციური მიდგომის გათვალისწინებით, Sunnei-მ მოდის სფეროში ადგილი მალევე დაიმკვიდრა.
ფოტო: Collater
დაწერე კომენტარი