ქართველმა დიზაინერმა სოფო გონგლიაშვილმა Les Ottomans-თან თანამშრომლობის ფარგლებში გამორჩეული დიზაინის სამზარეულოს ნივთებზე იმუშავა.
“Les Ottomans დიდი ხნის განმავლობაში მომწონდა, ხშირად მინახავს მილანის Salone del Mobile-ს გამოფენებზე. ერთ მშვენიერ დღესაც კომპანიის მფლობელი დამიკავშირდა. მითხრა, რომ სიამოვნებით ითანამშრომლობდა ჩემთან, რადგან ჩემი ნახატებით და ხედვით იყო დაინტერესებული, რასაც სიხარულით დავთანხმდი”, - ამბობს სოფო გონგლიაშვილი Hammock Magazine-თან საუბრისას.
სოფო გონგლიაშვილისა და Les Ottomans-ის კოლაბორაცია ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო გაჭიანურდა და ოფიციალურად ერთი წლის წინ შედგა. კოლექციის ნივთების შეძენა მსურველებისათვის სექტემბრიდანაა შესაძლებელი.
დაწერე კომენტარი