ზამთრის სუსხიანი დღეების დადგომასთან ერთად იწყება სეზონის ყველაზე სასიამოვნო პროცესი - უქმეების დაგეგმვა. Hammock Magazine საქართველოს კურორტების იმ სასტუმროების გზამკვლევს წარმოგიდგენთ, სადაც თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, კომფორტული გარემო და საინტერესო თავგადასავლები დამღლელ ყოველდღიურ საქმიანობას დაგავიწყებთ და ახალი ენერგიით აგავსებთ.
Gudauri Lodge
ყინულოვანი მწვერვალების შთამბეჭდავი ხედები, დათოვლილი ფერდობები და ახალი თავგადასავალი - აი რა დაგხვდებათ ალპური ზონის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტ გუდაურში, რომელიც იდეალური ადგილია სათხილამურო სპორტის მოყვარულებისთვის. ექსტრემალური აქტივობების შემდეგ სასიამოვნო გარემოში განტვირთვას არაფერი შეედრება, სწორედ ამიტომ გირჩევთ, გეზი სასტუმრო Gudauri Lodge-სკენ აიღოთ. სასტუმროში ყველაფერია მშვიდი და მრავალფეროვანი დასვენებისათვის - საუცხოო ხედები კომფორტული ოთახებიდან, გემრიელი სამზარეულო და კონცეპტუალური შოურუმი, სადაც საინტერესო ნივთებს აღმოაჩენთ. განტვირთვისთვის კი შეგიძლიათ დღის ბოლოს სასტუმროს ღია ცხელ აუზსაც ესტუმროთ და თავგადასავლებით სავსე მომდევნო დღე დაგეგმოთ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეთავაზების ფარგლებში 2022 წლის 15 დეკემბრამდე “გუდაური ლოჯიში” ნებისმიერი კატეგორიის ოთახის დაჯავშნისას 15%-იანი ფასდაკლებით, დამატებით სასტუმროს აქციების პერიოდში კი - 5%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.
Marco Polo
Marco Polo იყო პირველი ევროპული სტანდარტების სასტუმრო, რომელიც 1988 წელს გუდაურში გაიხსნა და ზამთრის სპორტის მოყვარულების ყურადღება მალევე მიიქცია. Marco Polo-ს პოპულარობას კომფორტული ატმოსფერო, მეგობრული გარემო და სათხილამურო საბაგიროსთან სიახლოვე განსაზღვრავს. გუდაურის სათხილამურო ფერდობებიდან დაბრუნებულებს, დასვენებისა და გართობის მრავალფეროვანი საშუალებები დაგხვდებათ: სპა ცენტრის გამაჯანსაღებელი პროცედურები, სამზარეულო ადგილობრივი და უცხოური კერძებით და გასართობი ზონა. “მარკო პოლოში” თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის 1 აპრილამდე სპეციალური შეთავაზება მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე, დახურული საცურაო აუზი, ფინური საუნა, ჯაკუზი, სკი-დეპო სასრიალო აღჭურვილობის შესანახად, პარკინგი და ინტერნეტი.
Gudauri Inn
კავკასიონის მთათა სისტემით გარშემორტყმულ გარემოში სასტუმრო Gudauri Inn გუდაურის სასტუმროებიდან ერთ-ერთია, სადაც კომფორტულად დასვენებას შეძლებთ. აქ დაგხვდებათ სარელაქსაციო და სათამაშო სივრცე, ქართული რესტორანი და ბარი ტერასით, საიდანაც გუდაურის განსაცვიფრებელი ხედი იშლება. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შეთავაზების ფარგლებში, სასტუმროში - “გუდაური ინნ” შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა კატეგორიის ოთახის დაჯავშნის შემთხვევაში სპეციალური ფასით ისარგებლონ. ოთახის ღირებულება საუზმესაც მოიცავს.
Crowne Plaza Borjomi
Crowne Plaza ბორჯომის ულამაზეს ბუნებაში, მწვანე ტყეშია ჩაფლული. მას შემდეგ, რაც ბორჯომის ნაკრძალში გაისეირნებთ, თერმულ-მინერალურ სამკურნალო წყლებს დააგემოვნებთ და ადგილობრივები უგემრიელესი გირჩის მურაბით გაგიმასპინძლდებიან, სასტუმროს გამორჩეულად მყუდრო ატმოსფერო სასიამოვნო ემოციებით კიდევ უფრო დაგმუხტავთ. სასტუმროში დაგხვდებათ 24-საათიანი გამაჯანსაღებელი ცენტრი, დახურული აუზი, ადგილობრივი და უცხოური სამზარეულო. გაითვალისწინეთ, რომ თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის სასტუმრო Crowne Plaza Borjomi-ში 31 მაისამდე საინტერესო შეთავაზება მოქმედებს - ორადგილიანი ოთახის დაჯავშნისას 25%-იანი ფასდაკლებით, სპა მომსახურებაზე კი დამატებით 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
Ambassadori Goderdzi
თუკი გეზი მაღალმთიანი აჭარისკენ აიღეთ, სასტუმრო “ამბასადორი გოდერძის” გირჩევთ. გოდერძის მომხიბვლელ, ხელუხლებელ ბუნებაში მდებარე კომპლექსი მყუდრო გარემოსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას აერთიანებს. სასტუმროდან თოვლიანი ფერდობებისა და ნაძვნარის ხედები იშლება. 122 კეთილმოწყობილი ნომრით დაწყებული, სპა-სალონისა და სასტუმრომდე კომფორტული ტრანსპორტირების უზრუნველყოფის ჩათვლით, სასტუმროში ყველაფერია სასიამოვნო დასვენებისთვის. გარდა ამისა, სასტუმროს წინ სათხილამურო ტრასებიც დაგხვდებათ და იდეალური ადგილმდებარეობის გამო აქტიური სპორტის მოყვარულებს განსაკუთრებით დაგაინტერესებთ. “ამბასადორი გოდერძის” სასიამოვნო გარემოში დროის გასატარებლად, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეთავაზების ფარგლებში 28 თებერვლამდე 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ 3, 5 და 7 ღამიან პაკეტებზე. ღირებულება მოიცავს ორი სტუმრის განთავსებას ორ ადგილიან ნომერში ინდივიდუალური აივნით, საუზმეს ორ პერსონაზე, სასტუმროს დახურულ აუზს, ორი ტიპის საუნასა და საბავშვო ზონას.
Bakuriani Inn
Bakuriani Inn თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, საქართველოს ცნობილ კურორტ ბაკურიანში მდებარეობს და სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებისთვის განსაკუთრებულ ადგილს წარმოადგენს. სასტუმროს ინტერიერში ხისა და მინის სინთეზი ზამთრის სიმყუდროვეს განსაკუთრებულად გვაგრძნობინებს. მოსასვენებელი ადგილები, სპა-ცენტრი, სილამაზის სალონი და საცურაო აუზი დამატებით კომფორტს შეგიქმნით. ამასთან, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები, შეთავაზების ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიის ოთახის დაჯავშნის შემთხვევაში ისარგებლებენ სპეციალური ფასით სასტუმროში - “ბაკურიანი ინნ”. ფასი სასტუმროს საუზმესა და ვახშამსაც ითვალისწინებს.
Komorebi
სასტუმრო „კომორები“ ბაკურიანში ყველაზე მაღალი მთის - კოხტას ფერდობზე მდებარეობს. სასტუმრო სტუმრებს ხუთი კატეგორიის ოთახს, ორ რესტორანსა და ყველა სართულზე ლობის ზონას სთავაზობს. სასტუმროს ოთახებიდან ბაკურიანის მთების ხედებით შეგიძლიათ დატკბეთ. აღსანიშნავია "კომორების" სასრიალო ტრასებთან სიახლოვე - 300 მეტრში სხვადასხვა ტიპის ტრასაა, რაც ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს განსაკუთრებით დააინტერესებთ. “კომორებში” თიბისი კონცეპტის შეთავაზებით, ნებისმიერი კატეგორიის ოთახის დაჯავშნის შემთხვევაში თიბისი კონცეპტის მომხმარებლები 25 დეკემბრამდე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
Banguriani
სვანეთის იდუმალ, მომაჯადოებელ გარემოში გალავნით გარშემორტყმული სვანური ციხე-კოშკები, უნიკალური ტაძრები და მომნუსხველი მყინვარები მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. სასტუმრო "ბანგურიანი" სვანეთის თვალწარმტაც ბუნებაში, შუა საუკუნეების არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების გვერდით მდებარეობს. კომფორტული ოთახების გარდა, გამორჩეულია სასტუმროს რესტორანი, სადაც მესტიის პანორამული პეიზაჟების ფონზე უგემრიელესი ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას შეძლებთ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები შეთავაზების ფარგლებში, 31 დეკემბრამდე 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ სასტუმროში - "ბანგურიანი".
დაწერე კომენტარი