ვიდეორგოლი - Play along with the Wind, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, სტუდია "გიბლის" სამყაროს რეალისტურ სივრცეებში გამოგზაურებთ. დაახლოებით 5-წუთიანი ვიდეო გოგონას ამბავს გვიყვება, რომელიც ტყეში დატოვებულ მოგზაურის ჩანთაში ბუმბულის სურათს იპოვის. იგი უეცრად ამოვარდნილ ქარს გაჰყვება და გზად Aichi Prefecture-ის სხვადასხვა ადგილს გაივლის. საბოლოოდ კი ბუმბულს საცუკისა და მეის სახლში აღმოაჩენს.
სტუდია "გიბლის" თემატური პარკი იაპონიაში ოფიციალურად 2022 წლის პირველ ნოემბერს გაიხსნება. პარკი, რომელიც ნაგოიაში, ტოკიოდან მატარებლით სამი საათის სავალ გზაზე მდებარეობს, ჰაიაო მიაძაკის არაერთ ანიმაციურ ფილმში გამყოფებთ, მათ შორისაა: My Neighbor Totoro, Laputa: Castle in the Sky, Princess Mononoke, Spirited Away, Howl’s Moving Castle და სხვ.
“ეს ძირითადად საჯარო პარკია, სადაც ხალხს შეუძლია, რომ ისეირნოს. ჩვენ სივრცეები ისე მოვაწყვეთ, რომ გიბლის არქიტექტურა რეალურ ცხოვრებაში გადმოგვეტანა. ადამიანებს შეეძლებათ, რომ ფილმებისეულ არქიტექტურულ ნაგებობებში შევიდნენ, რაღაცებს შეეხონ და უყნოსონ. ამ დროს თითქოს გრძნობ, რომ რაღაც მხრივ გიბლის სამყაროს ნაწილი ხდები”, - განაცხადა იაპონელმა რეჟისორმა და ლანდშაფტის სპეციალისტმა გორო მიაძაკიმ შარშან ჟურნალ Dazed-თან საუბრისას.
დაწერე კომენტარი