5 თებერვალს The Why Not Gallery-ში ჯგუფური გამოფენა  -“ბოდიში, ყვავილები არ გვაქვს” გაიმართება. ექსპოზიცია, რომელიც ხუთი ახალგაზრდა ქალი ხელოვანის ნამუშევრებს აერთიანებს, დამთვალიერებელთა ყურადღებას პატრიარქალურ კულტურაში ქალად ყოფნის საკითხებზე ამახვილებს. 


ნატა ვარაზი

“...მოლოდინი, რომელიც უნდა გაამართლო, როლები, რომელიც უნდა მოირგო, ფორმები, რომლებშიც უნდა შეიცვალო და სურვილები, რომელიც უნდა აასრულო. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ეს თითქოსდა ჭეშმარიტებები, წარმოჩინდეს იდეალებად, გამოფენილი მხატვრები, თავიანთი ძლიერი ენერგიებითა და თვითმყოფადი, ჩამოყალიბებული ხელმოწერით, ეჭვქვეშ და თავდაყირა აყენებენ ამ მოცემულობებს. ესაა ემოციური და გულწრფელი მოგზაურობა თაობის ტრავმებსა და განკურნების გზების ძიებაში, აბსურდულ ჰარმონიაში სილამაზესა და საბედისწერო საფრთხესთან, ქალური სოლიდარობის პოეზიასა და სენტიმენტალურობაში”, - ვკითხულობთ გამოფენის პრესრელიზში.

 

თამარა ლორთქიფანიძე

გამოფენის მონაწილე ხელოვანები არიან: თამარ გურგენიძე, ნატა ვარაზი, ლოლა, თამარა ლორთქიფანიძე და გვანცა ჯიშკარიანი.გალერეაში სტუმრობა შეგიძლიათ ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 13:00-20:00 საათამდე.