ფრანგულმა ბრენდმა Jacquemus-მა ახალი კამპანია, სახელწოდებით - Le Splash წარადგინა. კამპანიის სახედ ბრენდმა პუერტორიკოელი მომღერალი Bad Bunny აირჩია. 

Le Splash იმავე სახელწოდების უახლეს კოლექციას ეხმიანება, რომელიც Jacquemus-ის ვებგვერდზე სულ მალე გამოჩნდება.

ფერადი კოლექცია, რომელშიც მწვანე და ვარდისფერი ჭარბობს, მზიანი მაიამითაა შთაგონებული. Bad Bunny ვარდისფერ ტილოს კაბაში, სხვადასხვა ნაქსოვ ტანსაცმელსა და პასტელურ ცისფერ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში მაიამის სანაპირო ზოლის ფონზე ჩანს.