გუშინ, 10 თებერვალს, 72-ედ გაიხსნა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი. რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და რეგულაციების გამო წლევანდელი ბერლინალეს გახსნა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებული იყო ფესტივალის ისტორიაში, სადაც არაერთხელ აღინიშნა კულტურისა და ხელოვნების ფიზიკურ სივრცეებში დაბრუნების მნიშვნელობა. ფესტივალი ფრანსუა ოზონის ფილმით - Peter Von Kant-ით გაიხსნა, რომელიც რაინერ ვერნერ ფასბინდერის "პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლების" ადაპტაციაა. მთავარ როლებს კი დენის მენოშე, იზაბელ აჯანი, ხალილ გარბია და სტეფან კრეპონი ასრულებენ.
72-ე ბერლინალეს საკონკურსო სექციაში კი შემდეგ ფილმებს ვიხილავთ:
AEIOU – A Quick Alphabet of Love - რეჟისორი ნიკოლეტ კრებიტცი

Alcarràs - რეჟისორი კარლა სიმონი

Avec amour et acharnement - რეჟისორი კლერ დენი

Rimini - რეჟისორი ულრიხ ზაიდლი

Call Jane - რეჟისორი ფილის ნაგი

A Piece of Sky - რეჟისორი მაიკლ კოხი

Everything Will Be Ok - რითი პანი

The Line - ურსულა მაიერი

Leonora addio - რეჟისორი პაოლო ტავიანი

The Passengers of the Night - რეჟისორი მიხაელ ჰერსი

Nana (Before, Now & Then) - რეჟისორი კამილა ანდინი

Peter von Kant - რეჟისორი ფრანსუა ოზონი

Rabiye Kurnaz vs. George W. Bush - რეჟისორი ანდრეას დრეზენი

Robe of Gems - რეჟისორი ნატალია ლოპეზ გალარდო

The Novelist’s Film - ჰონგ სანგ სუ

One Year, One Night - ისაკი ლაკუზეტა

That Kind of Summer - დენის კოტე

Return to Dust - ლი რუიჯუნი

გამარჯვებულს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, რომლის თავმჯდომარე "მეექვსე გრძნობისა" და "გახლეჩილის" რეჟისორი მ.ნაით შალამანია.
წლევანდელ ბერლინალეზე საქართველო ევროპული კინოს ბაზრობაზე სამი ფილმით წარდგება - ლევან თუთბერიძის “სამურაი დასვენების ჟამს, ზაზა ხალვაშის “ლოტო” და გიორგი ოვაშვილის “მშვენიერი ელენე”.
ევროპული კინოს ბაზრობა პანდემიის გამო ონლაინრეჟიმში ჩატარდება.
დაწერე კომენტარი