ზოგისთვის 14 თებერვალი კალენდარზე ჩვეულებრივი დღეა, ზოგისთვის - კიდევ ერთი მიზეზი, რათა სამახსოვრო საჩუქრით საყვარელი ადამიანი გაახაროს. გულის ფორმის აქსესუარები, სასიყვარულო წიგნები თუ დეკორის ობიექტები თქვენს ადრესატს სასიამოვნო განწყობას ნამდვილად შეუქმნის. Hammock Magazine კი შოპინგის პროცესში დაგეხმარებათ და ქართული და უცხოური ბრენდების მრავალფეროვანი პროდუქციიდან ვალენტინობის დღის საჩუქრების სიას გთავაზობთ.
Abrams and Chronicle Books - Shakespeare’s Love Sonnets, Buyers
Buyers-ის სივრცეში Abrams and Chronicle-ის გამოცემა - “შექსპირის სასიყვარულო სონეტები” გულგრილს არ დაგტოვებთ. წიგნში თავმოყრილია 29 ყველაზე რომანტიკული სონეტი კეტლინ კიგანის ორიგინალური ილუსტრაციებით. თანამედროვე ილუსტრაციები ხაზს უსვამს თითოეული სონეტის სიღრმეს - კაშკაშა მზე ამოდის მე-17 სონეტზე, მე-19 სონეტს კი ოქროსფერი ლომის ილუსტრაცია ამშვენებს. ეს დახვეწილი საჩუქარი ვალენტინობისა თუ სიყვარულის ნებისმიერი სპონტანური გამოხატვისთვის იდეალური არჩევანია.
Gucci Heart Bag
სპეციალურად ვალენტინობისთვის წამყვანი მოდის სახლები ულამაზეს და ორიგინალურ კოლექციებს გვთავაზობენ. გამორჩეულია Gucci-ის ვალენტინობის დღის კაფსულა-კოლექცია, რომელიც სასიყვარულო თემატიკაზე შექმნილ ნივთებს აერთიანებს. ჩვენი ფავორიტია გულის ფორმის ჩანთა. ბრენდის პატერნი და წარწერა - Love ამ მნიშვნელოვან აქსესუარს სიყვარულის დღესასწაულის საუკეთესო საჩუქრად აქცევს.
Eshvi Lip Rings
Eshvi-ის დახვეწილ და ფერად სამკაულს სიყვარულით შთაგონებული კოლექცია შეემატა. ჩვენი არჩევანია ბრენდის ე.წ. Lip Rings - ოქროსფრის, მწვანისა და წითლის სინთეზი განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის დიზაინს. ვალენტინობის დღისთვის გამორჩეულ საჩუქარს Eshvi-ის სამკაულებს შორის აუცილებლად იპოვით.
Seletti Love in Bloom Vase, Sense Concept Store
Sense Concept Store-ში იტალიური პრემიუმ ბრენდის - Seletti-ის ანატომიური გულის ფორმის ფაიფურის ლარნაკს აღმოაჩენთ. ლარნაკი - Love in Bloom რომანტიკულ, ამავდროულად, მოულოდნელ და სამახსოვრო საჩუქრად იქცევა. ამ საჩუქრით სიყვარულს ყველაზე ორიგინალური გზით დაამტკიცებთ.
Petra Lingerie, More Is Love
სექსუალური და კომფორტული თეთრეული ნამდვილად კარგი საჩუქარია მათთვის, ვისთვისაც ყოველ დეტალს მნიშვნელობა აქვს. ჩვენ More Is Love-დან Petra-ს ულამაზესი, ჰაეროვანი თეთრეული შევარჩიეთ.
Fenty Icon Red Lipstick
ვალენტინობის დღეა თუ არა, წითელი ტუჩსაცხი ყველა ქალის მაკიაჟის ჩანთაში აუცილებელი ატრიბუტია. სიყვარულის დღესასწაულის წინ რიანამ საკუთარ კოსმეტიკის ბრენდს - Fenty-ის ტუჩსაცხების ახალი კოლექცია - Icon შემატა, რომელშიც ნახევრად პრიალა წითელი ტუჩსაცხი გამორჩეულ ადგილს იკავებს და თქვენს ადრესატს აუცილებლად გაახარებს.
Kaveuli Parfum
პირველი ქართული სუნამო - Kaveuli Parfum იდეალური საჩუქარია ვალენტინობის დღესასწაულისთვის. კავკასიური სოჭის არომატის მქონე სუნამო, რომელსაც ციტრუსის, კიპარისის, ჩინური ღვიას, ტკბილი ბერგამოტისა და გრილი იაპონური ვეტივერიას სურნელი ერევა, ადრესატს აუცილებლად მოხიბლავს. ამასთან, სუნამოს შეფუთვაში მცირე ზომის უნივერსალურ ვერცხლის ყელსაბამსაც აღმოაჩენს, რომელიც სასიამოვნო სიურპრიზი იქნება.
Reckless
ქართულმა ბრენდმა - Reckless-მა სპეციალურად ვალენტინობის დღისთვის შექმნილი მაისურებისა და ჩანთების სერია წარადგინა. თუ ვალენტინობის დღესასწაულს მეორე ნახევრის გარეშე ხვდებით, ბრენდის ამ კოლექციით თქვენს თავს იდეალურ საჩუქარს გაუკეთებთ. აბრეშუმის პრინტით გაფორმებული ნივთების შეძენა ბრენდის ვებგვერდზე 20%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ.
V&A Design Notebook - They Said Books
მამაკაცებისთვის საჩუქრის შერჩევის პროცესი არც ისე მარტივია. მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინის წიგნაკით კი ნებისმიერი გემოვნების მქონე ადრესატს გაახარებთ. წიგნაკის შეძენას They Said Books-ში გირჩევთ.
Why Not Gallery Sacred Heart Brooch
გულის ფორმის მოოქროული გულსაბნევი Why Not Gallery-დან იდეალური არჩევანია სიყვარულის ასახსნელად. ძვირფასი საჩუქრის მიღებით განცდილი ემოცია თქვენს ადრესატს დიდხანს გაჰყვება.
Kashkash Home Spa Kit
სახლში განმარტოებასა და თავის მოვლის სასიამოვნო რიტუალს არაფერი შეედრება. ქართული ბრენდი Kashkash არომატული სპა კოლექციით იზრუნებს თქვენი ადრესატის სასიამოვნო განწყობასა და მაქსიმალურ რელაქსაციაზე.
Identity Candles
თქვენი მეორე ნახევრისთვის რომანტიკული საღამოს მოსაწყობად სანთლები დაგეხმარებათ. გირჩევთ Identity Candles-ის გულის ფორმის სანთლები შეიძინოთ, რაც სასიყვარულო ატმოსფეროს სახლში აუცილებლად შექმნის.
Silver Heart Necklace - Ocean, The Shop
The Shop-ში სამკაულების ბრენდის - Ocean-ის გულის ფორმის ვერცხლის ყელსაბამს აღმოაჩენთ, რომელიც იდეალური საჩუქარია ვალენტინობის დღესასწაულისთვის. დახვეწილი დიზაინის ყელსაბამით ნამდვილად მოახერხებთ ადრესატის გახარებას.
The Bogma T-Shirt
ქართული ბრენდის - The Bogma-ს ვალენტინობის დღისთვის შექმნილი კოლექციიდან მარტივად აარჩევთ ვალენტინობის საჩუქარს. მაისური ორიგინალური პრინტით ადრესატის დადებითი ემოციების შექმნაში დაგეხმარებათ.
დაწერე კომენტარი