“ეს არც NFT არის და არც ციფრული ხელოვნება”, - წერს ფილიპ პანტონი თავის ოფიციალურ ინტაგრამ-ანგარიშზე და ახალ ნამუშევარს, სათაურით Subtractive Variability Compact-ს აქვეყნებს. პანტონის ახალი კედლის ნამუშევარი ფერთა CMY (ციანი/Cyan, მაგენტა/Magenta, ყვითელი/Yellow) მოდელზე დაყრდნობითაა შექმნილი, რომლის განსაკუთრებული ფერადოვანი ეფექტი მისი ხელოვნური მანიპულაციის შედეგად მიიღება. ამისათვის ხელოვანმა სამ გამჭირვალე ფირფიტაზე CMY-ს სამი ფერის კომბინაცია გამოიყენა, რომელთა სინთეზირების პროცესში სხვა გარდამავალი ფერები წარმოიქმნა. ნამუშევრების ლიმიტირებული გამოცემა ორას ეგზემპლარს შეადგენდა, რომელთა შეძენა მსურველებს configurableart.com-ზე15 თებერვლიდან 2 500 ევროდ შეეძლოთ. დღევანდელი მონაცემებით ყველა ნამუშევარი გაყიდულია.

ფილიპ პანტონის შემოქმედებაში ფერების ვარიაციას წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება. Subtractive Variability Compact-ის სახით ხელოვანი ფერებთან დაკავშირებულ ძიების პროცესს აგრძელებს.

 

ფოტო: Design boom

 

ავტორი: ანა გაბისიანი