24 თებერვალს კინოთეატრ "ამირანში" გიგა აგლაძის ფილმის - “მეორე მეს” ქართული პრემიერა გაიმართება, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩია. ფილმი საქართველოშია გადაღებული, რომლის სიუჟეტი ახალგაზრდა წარუმატებელ არქიტექტორზე, ირაკლიზე მოგვითხრობს. იგი იშვიათი დაავადების გამო თვალის ჩინს თანდათან კარგავს, რაც იმ სიურრეალისტურ სამყაროს აღმოაჩენინებს, რომელშიც საკუთარ თავს ახლებურად დაინახავს. ფილმში “მეორე მე” მთავარ როლს ბრიტანელი მსახიობი ჯიმ სტარჯესი ასრულებს, ასევე შევხვდებით მსახიობებს - ანდრეა პეჯიკსა და ანტონია კემპბელ-ჰიუზს.

ფილმის პრემიერა ამერიკისა და კანადის კინოთეატრებში 4 თებერვალს გაიმართა. რეჟისორი გიგა აგლაძე კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის პრეზიდენტია.

 

 

ავტორი: ანა გაბისიანი