ანტონიო გაუდის შემდეგ, კატალონიელი არტისტებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოქანდაკე ქსავიერ კორბეროა. მისი სახლი, რომელიც ბარსელონას ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობს, ხელოვანის ინდივიდუალიზმს ყველაზე უკეთ წარმოაჩენს.
ქსავიერის სიურეალისტური ხელწერა შენობის თითოეულ კუთხეს გამორჩეულ არქიტექტურულ ნიმუშად აქცევს. სახლი 40 წლის მანძილზე იქმნებოდა და იცვლებოდა. ქსავიერის მიზანს ისეთი ხელოვნების ნიმუშის შექმნა წარმოადგენდა, როგორიც მას იქამდე არასდროს შეექმნა.
კორბეროს თითოეული ნაშრომის მსგავსად, სახლის ყოველ ნივთსაც საკუთარი ისტორია აქვს. ისინი შენობის იმ ღრმა სივრცეებში ინახება, სადაც დღეს კორბეროს „ფსიქიკურ სამყაროში ერთადერთი შესასვლელია“. სახლი-ლაბირინთი ისეთ ცნობილ საგამოფენო სივრცეებს მოგაგონებთ, როგორიც ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენის“, ან ლონდონის „ვიქტორიასა და ალბერტის“ მუზეუმებია.
აღსანიშნავია ისიც, რომ სალვადორ დალი კორბეროს ძველი მეგობარი იყო. სწორედ მასთან სიახლოვემ იქონია დიდი გავლენა მოქანდაკის პროფესიულ ზრდაზე. ამაზე მიუთითებს Casa sublim-იც, რომელიც ნათლად წარმოაჩენს „კორბეროული“ სიურეალიზმის მრავალფეროვნებას.
დაწერე კომენტარი