ლოს-ანჟელესის დიდების ხეივანში გამართული დაუვიწყარი Love Parade შოუს შემდეგ, ჰოლივუდური გლამური იტალიურმა მოდის სახლმა Gucci-მ იმავე სახელწოდების ახალი კამპანიით წარადგინა.
მერტ ალასისა და მარკუს პიგოს მიერ გადაღებულ კამპანიაში ცნობილმა ვარსკვლავებმა 70-იანი წლებით შთაგონებული Gucci-ის სამოსი მდიდრულ წვეულებაზე მოირგეს. მათ შორის არიან მაილი საირუსი მომხიბლავ ატლასის კაბასა და ბროლის აქსესუარებში, რეპერი სნუპ დოგი, რომელიც პასტელურ მწვანე კოსტიუმში გამოწყობილი, ყინულის ტორტს მიირთმევს. კამპანიაში ასევე ვხედავთ ალესანდრო მიკელეს მუზას - ჯარედ ლეტოს.
“ვფიქრობდი, დედაზე, რომელმაც გამზარდა, როგორც სილამაზის ერთგული თაყვანისმცემელი და კინოს მითოლოგიურ აურაზე’’, - აღნიშნავს იტალიური მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ალესანდრო მიკელე.
ფოტო: Dazeddigital
ავტორი: მარიამ ქორიძე
დაწერე კომენტარი