Hammock Magazine-ისა და Monkey Shoulder-ის თანამშრომლობა გრძელდება, რომლის ფარგლებში ყოველი კვირის პარასკევს ინსტაგრამ-სთორის სახით ახალი კოქტეილის დამზადების რეცეპტს შემოგთავაზებთ. Ginger Monkey, Lazy Old Fashioned, Monkey Splash, Rob Roy, Penicillin, Monkey Colada… - ეს იმ კლასიკური კოქტეილების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც Monkey Shoulder-თან ერთად დაუვიწყარ გემოს იძენენ. მანამ, სანამ გამორჩეული გემოს მქონე კოქტეილების დამზადებას შეისწავლიდეთ, სტატიაში Monkey Shoulder-ის მცირე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ.
Monkey Shoulder შოტლანდიური ვისკის მწარმოებელი კომპანიის - William Grant & Sons-ის პროდუქტია, რომელიც ვისკის კოქტეილების მიქსინგის მიზნით 2003 წელს შეიქმნა. William Grant & Sons შოტლანდიურ ვისკებს 1887 წლიდან აწარმოებს, რომელსაც დაარსებიდან დღემდე უილიამ გრანტის შთამომავლები ხელმძღვანელობენ. შესაბამისად, კომპანიის სასმლის ყოველი წვეთი ოჯახის უნიკალურ მემკვიდრეობას ინახავს.
პროდუქციის შეფუთვებზე სამი მაიმუნია გამოსახული, რომლებიც ასოციაციურად Monkey Shoulder-ის სამ ნარევს გულისხმობს. როგორც ცნობილია, მის მისაღებად უილიამ გრანტის გუნდმა თავისი სამი “სპეისაიდ” დისტილერია - Balvenie, Glenfiddich და Kininvie - გამოიყენა. დღეს Monkey Shoulder-ის ორ ცნობილ პროდუქტს შორის - The Original-სა და Smokey Monkey-ს შეხვდებით. Monkey Shoulder Original ალაოს ვისკის ნაზავს წარმოადგენს, რომელიც შოტლანდიის “სპეისაიდ” რეგიონში მოიპოვება. მისი არომატი შეიცავს ფორთოხალს, ვანილს, თაფლსა და მუხას. რაც შეეხება Smokey Monkey-ს, რომელიც კომპანიის შედარებით ახალი პროდუქტია, ბრაიან კინსმენის მიერ ხუთი წლის წინ დამზადდა და დღეს მსოფლიოს 25 ქვეყანაშია გავრცელებული.
Monkey Shoulder-ის შექმნა 2000-იანების დასაწყისში უილიამ გრანტის გუნდის ინიციატივას უკავშირებდა, რომლებმაც ალაოს ვისკის შექმნა გადაწყვიტეს. იმ პერიოდში ალაოს ვისკის ნაზავი სიახლე იყო, რადგან ნაზავში უმეტესად არა ალაოს ვისკი, არამედ უმეტესად მარცვლეულის ვისკი გამოიყენებოდა. ამიტომაც კომპანიამ ახალი ნაზავის სახით სკოჩის სრულიად ახალი კატეგორია წარმოადგინა. პროდუქცია თავდაპირველად Batch 27-ის სახელით იყო ცნობილი, თუმცა მოგვიანებით დასახელება Monkey Shoulder-ით შეიცვალა, რომლის კონცეფცია ვისკის წარმოების ისტორიას დაუკავშირდა. ისტორია კი ასეთია: ტრადიციულად, ალაოს ვისკის დამზადებისას საწარმოში ალაოსა და ქერის მოსარევად ძალიან მძიმე ნიჩბებს იყენებდნენ, რაც მომუშავე პერსონალს მხრებს უჭიმავდა და ერთი მკლავის დაწევას იწევდა, ამიტომაც მათ მეტსახელად “მაიმუნისმხრიანებს” ეძახდნენ.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს Drinks International-მა Monkey Shoulder ყველაზე ტრენდულ ვისკიდ დაასახელა. 2018 წელს იგივე გამოკითხვაში კი Monkey Shoulder საუკეთესოდ გაყიდვად ვისკიდ დასახელდა.
ფოტო: hewhiskeylifestyle.com
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი