რეპერმა კანიე უესტმა ახალი ალბომი Donda 2 წარადგინა. ცოცხალი შესრულება სხვა შემსრულებლებთან ერთად მაიამიში, LoanDepot Park-ში პირდაპირი ეთერის საშუალებით ვიხილეთ.

რეპერმა, ახლა ოფიციალურად ცნობილმა, როგორც Ye, ახალი ალბომის გამოშვება ცოტა ხნის წინ ინსტაგრამ-გვერდზე დაანონსა. პოსტში ნაჩვენებია ცეცხლში გახვეული კანიე უესტის ბავშვობის სახლის მაკეტი, რომელიც შარშან ჩიკაგოში, Soldier Field-ის სცენაზე რეპერის ალბომის - Donda-ს მესამე და ბოლო ცოცხალ შესრულებაზეც გამოიყენეს. 

 

 

ღონისძიებამდე გულშემატკივრები კონცერტის დაწყებიდან ორი საათი და 45 წუთი უწყვეტ პულსირებულ გულისცემას უსმენდნენ. ცოცხალი შესრულება დაახლოებით 45 წუთი გაგრძელდა. Ye-მ აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერები -  "Flowers" და უახლესი კოლაბორაციული ნამუშევრები - "Eazy" The Game-თან და Pusha T-ის უახლეს სინგლ "Diet Coke"-თან ერთად შეასრულა. კონცერტზე მერლინ მენსონი, რეპერი DaBaby, ალიშა ქისი და სხვა არტისტებიც ვიხილეთ. ყოველ მათგანს  Balenciaga-ს ბოლო კოლექციის სამოსი ეცვა.

ავტორი: მარიამ ქორიძე