აქამდე სულ ვფიქრობდი, რომ ერთი დღე მხოლოდ საკუთარი თავისთვის დამეთმო და ის წიგნები, ფილმები ან მუსიკა გამეხსენებინა, რამაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ მხრივ თვითიზოლაციის პერიოდი ჩემთვის ძალიან ნოსტალგიური აღმოჩნდა, გარკვეული დრო ძველის გახსენებას და აღდგენას დავუთმე, ახლა კი ვცდილობ, ისეთ რაღაცები ვაკეთო, რაც ჩემთვის სიახლე იქნება.
ამ პერიოდში ხელახლა ვუყურე რომან პოლანსკის ფილმს - Bitter Moon, ძალიან მიყვარს და დიდი ხანი არ მენახა. პოლანსკი დედამ შემაყვარა, თან ეს კონკრეტული ფილმი გამორჩეულია იმითაც, რომ მიმის როლს მისი შესანიშნავი მეუღლე თამაშობს. ბოლოს ვინც მთხოვა, რომ ფილმი მერჩია, უმეტესად, სწორედ Bitter Moon მახსენდებოდა. კიდევ ბონგ ჯუნგ ჰოს "პარაზიტი" არ მქონდა ნანახი და ბოლო პერიოდში ამასაც ვუყურე. თავისთავად რთული პერიოდია და თავი მე თვითონაც ფილმში მგონია, ძალიან ბევრ რამ აღმოჩნდა ისეთი, რაც განვიცადე, მივხვდი როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა თავისუფლება, ჯანმრთელობა, ურთიერთობები... კიდევ ვნახე Possesion - იზაბელ აჯანის მონაწილეობით და ფრანსუა ოზონის 5X2... ოზონის ხედვა ყოველთვის მომწონდა და ახლაც ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე... ვნახე RuPaul’s Drag Race-ის მეთორმეტე სეზონიც და როცა საკითხი დრეგებს შეეხება, სულ ვამბობ ხოლმე, რომ მათი ყოველი ახალი სეზონი დღესასწაულია. Arca-ს ალბომს რომ ვუსმენდი, მეგონა, სამყაროს ამ პერიოდის ფილმს ვუსმენდი, იმდენად ღრმა განცდა დამიტოვა, ახალგაზრდა თაობის არტისტებიდან ის ნამდვილად მომავალია.
რომან პოლანსკის Bitter Moon
ბონგ ჯუნ ჰოს Parasite
ანჯეი ჟულავსკის Possesion
ფრანსუა ოზონის 5X2
RuPaul’s Drag Race-ის მე-12 სეზონი
Arca-ს ბოლო ალბომი
დაწერე კომენტარი