უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არტისტები სოლიდარობას გამოხატავენ - აკეთებენ საპროტესტო განცხადებებს და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიზნით ახალ თემატურ ნამუშევრებს ქმნიან. სტატიაში იმ არტისტების განცხადებებს გაგაცნობთ, რომლებიც საკუთარი ინსტაგრამ-ანგარიშით უკრაინელ ხალხს ექომაგებიან.

 

მარინა აბრამოვიჩი

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Marina Abramovic Institute (@abramovicinstitute)

 

ხელოვანი მარინა აბრამოვიჩი abramovicinsitute-ის ინსტაგრამ-ანგარიშზე ერთწუთიან ვიდეოს აქვეყნებს. “შეტევა უკრაინაზე არის შეტევა კაცობრიობაზე. ეს აუცილებლად უნდა შეჩერდეს”, - წერს აბრამოვიჩი.  

 

Balenciaga

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Balenciaga (@balenciaga)

 

დღევანდელი მონაცემებით ესპანური მოდის სახლის - Balenciaga-ს ოფიციალურ ინსტაგრამ-ანგარიშზე ერთადაერთი პოსტია გამოქვეყნებული. უკრაინის მხარდაჭერის მიზნით გამოქვეყნებული სურათი, რომელიც მინიმალისტურად, მხოლოდ თეთრი ფერით არის წარმოდგენილი, მშვიდობის სიმბოლოს გამოხატავს.

 

Versace

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Versace (@versace)

 

უკრაინას თეთრ ფონზე დაწერილი სიტყვით - PEACE - იტალიური მოდის სახლი Versace-ც გამოეხმაურა.

 

ვოლფგანგ ტილმანსი

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Wolfgang Tillmans (@wolfgang_tillmans)

 

გერმანელმა ხელოვანმა ვოლფგანგ ტილმანსმა ჟურნალ Financial Times-ის სტატია გამოაქვეყნა, რომლითაც თავის მიმდევრებს რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა ისტორიული კონტექსტის ჭრილში გააცნო.

 

იოკო ონო

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Yoko Ono (@yokoono)

 

უკრაინის მხარდაჭერის მიზნით ისლანდიის ქალაქ რეიკიავიკში IMAGINE PEACE TOWER აინთო, რომელიც თავდაპირველად იოკო ონოს ინიციატივით ჯონ ლენონის ხსოვნის პატივსაცემად შეიქმნა. თეთრ მონუმენტზე სიტყვები - Imagine Peace ოცდაოთხ ენაზეა ამოტვიფრული, მონუმენტიდან კი თხუთმეტი ხაზოვანი ნათება ვერტიკალურად იზრდება. მულტიმედია ხელოვანმა და მშვიდობის აქტივისტმა იოკო ონომ ოფიციალურ განცხადებაში ხალხს ერთად დგომისა და მშვიდობისკენ მოუწოდა.

 

გლენ ლეჩფორდი

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by _glen_luchford (@_glen_luchford)

 

უკრაინას მხარდაჭერა ბრიტანელმა მოდის ფოტოგრაფმა და რეჟისორმა გლენ ლუჩფორდმაც გამოუცხადა.

 

ალესანდრო მიკელე

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Alessandro Michele (@alessandro_michele)

 

იტალიელი მოდის დიზაინერი ალესანდრო მიკელე შავ-თეთრ ფოტოს აქვეყნებს და უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებს სიტყვებით - MAKE LOVE, NOT WAR.

ავტორი: ანა გაბისიანი