ომის ტრაგიზმი და მშვიდობის თემა მრავალი ფილმის, ლიტერატურული ნაწარმოებისა თუ მუსიკალური შედევრის შთაგონებად იქცა. ამ მნიშვნელოვანმა საკითხებმა ცნობილი არტისტებისა და დიზაინერების შემოქმედებაშიც იპოვა გზა. Hammock Magazine იმ ხელოვანებსა და დიზაინერებს წარმოგიდგენთ, რომლებიც საკუთარი ხელოვნებით ომს დაუპირისპირდნენ. 

 

Alexander McQueen

 

2003 წელს ბრიტანეთის ერაყში შეჭრის მხარდაჭერამ შთააგონა დიზაინერი ალექსანდრ მაკქუინი ამ მოვლენის მთავარი გმირის - ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის - ტონი ბლერის სარკასტული პორტრეტი შეექმნა - სათაურით II faced.

 

 

Dries Van Noten

 

“ანტვერპენის ექვსეულის” დრამატული დიზაინერი - დრის ვან ნოტენი ომის დანაკარგის ტრაგიზმს სისხლისფერი საღებავით შეღებილი თეთრი პერანგის სახით წარმოადგენს. 

 

 

Vetements-SS2019

 

ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ ომით განადგურებული ისტორიით შთაგონებული კოლექცია წარმოადგინა Vetements-ის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე. მოდელებმა წარმოადგინეს საქართველოს, აშშ-ს, უკრაინისა და რუსეთის დროშით გაფორმებული ქურთუკები და სამხედრო ფორმით შთაგონებული სამოსი.

 

 

Jeff Koons

 

ამერიკელმა არტისტმა ალუმინის ფერადი სკულპტურა საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების მსხვერპლთ მიუძღვნა. ფერადი ტიტები მშვიდობის, ოპტიმიზმისა და განკურნების სიმბოლოა. 

 

 

Banksy

 

2017 წელს არტისტი ბენკსი პალესტინას ეწვია და  მშვიდობის გზავნილი ბეთლემში დატოვა. Peace On Earth -  ვკითხულობთ ბეთლემის ეკლესიის კედელზე. წარწერის თავზე "ბეთლემის ვარსკვლავია” დახატული, მესიჯის ქვეშ დაწერილია სქოლიო, რომელშიც ნათქვამია - Terms and conditions apply. 

 

Martha Rosler

 

მრავალი წლის განმავლობაში ამერიკელი არტისტი მარტა როსლერი ქმნიდა ნამუშევრებს ომისა და ეროვნული უსაფრთხოების შესახებ და მათ  სახლში კომფორტულ ცხოვრებასა და საზღვარგარეთ მიმდინარე ომთან აკავშირებდა. House Beautiful ვიეტნამის 1960-იანი წლების ომზე მოგვითხრობს. 

 

 

Joe Casely-Hayford

 

ბრიტანელმა დიზაინერმა ჯოი კესლი ჰიფორდმა მუსულმანური კულტურისთვის დამახასიათებელი ატრიბუტის - კუფიასგან გრძელი მოსაცმელი შექმნა. მოსაცმელზე ვკითხულობთ ამერიკელი სამოქალაქო უფლებების დამცველის, მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებს: “Nothing in all the world is more dangerous than sincere ignorance and conscientious stupidity”. 

 

 

Tracey Emin

 

თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ბრიტანელმა არტისტმა ტრეისი ემინმა საკუთარ სახლში გადაღებული  პოლაროიდის ფოტოები მშვიდობას მიუძღვნა და შემდეგნაირად დაასათაურა: Peace in my Garden and Docket sez Stoppit.

 

Waris Ahuwahlia

 

ინდიელი წარმოშობის ამერიკელმა დიზაინერმა უარის ალუვალიამ თეთრ მაისურზე ამოქარგა წარწერა - Waris Big Busine$$.

 

 

Shawn Mortensen


შონ მორტენსენის ობიექტივშია მისი იაპონელი მეგობარი ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვისას გადარჩენილი ფაიფურის თეფშით ხელში. 

 

 

Carlo and Sanina Rivetti 

 

სპორტული ბრენდის - Stone Island-ის დამფუძნებლებმა - კარლო და სანინა რივეტებმა ფოტოების სერია - Pacifists on show შექმნეს, რომელზეც შიშველ ადამიანებს პაციფიზმის სიმბოლოს ფიგურებით ხელში ვხედავთ. 

 

 

ფოტო: i-D, ImaxTree, Artsy, Thierry Chesnot, Banksy

 

ავტორი: მარიამ ქორიძე