ეწვიეთ „კარფურს“ და მიიღეთ შანსი მოიგოთ Voulez-Vous-ს სასაჩუქრე ვაუჩერი და სხვა უამრავი პრიზი. „კარფური“ საქართველოში მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-10 წელს აღნიშნავს. 2012 წელს „კარფურის“ პირველი ჰიპერმარკეტი თბილისი მოლში გაიხსნა. ბრენდმა მომხმარებლებს სრულიად ახალი სავაჭრო გამოცდილება შესთავაზა - მან ერთ სივრცეში ყველა სასურველი პროდუქტი და ნივთი გააერთიანა. ფრანგული ბრენდი ყოველ იუბილეზე მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზებს სთავაზობს. საქართველოში არსებობის მე-10 წელს კარფური გეგმავს ყოველთვიურად მოუმზადოს ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზები და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის ყოველდღე!
1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით კი, საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში, მომხმარებელს, რომელიც „კარფურში“ შოპინგს გადაწყვეტს, შანსი ექნება მოიგოს Voulez-Vous-ს პარფიუმერიის სასაჩუქრე ვაუჩერი, რომლის განაღდებაც Voulez-Vous-ს მაღაზიათა ქსელის ნებისმიერ ფილიალში შეეძლება, საყვარელი ადამიანისთვის ან საკუთარი თავისთვის სუნამოს ან სხვა სასურველი ნივთის შეძენისას.
გარდა ამისა, „კარფური“ თავის მომხმარებლებს, განსაკუთრებულ შეთავაზებებთან და ხელმისაწვდომ ფასებთან ერთად სხვა ბრენდების საჩუქრებსაც უმზადებს, მათ შორის: ფილიფსის, ბერლონგისა და ფრანკოს საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ეველაინის თავის მოვლის საშუალებებს, ლორეალის დეკორატიულ კოსმეტიკას, ჰენკელის სახლის მოვლის საშუალებებსა და მრავალ სხვას.
გათამაშებაში მონაწილეობა ძალიან მარტივია - ამისთვის საჭიროა ეწვიოთ „კარფურის“ ნებისმიერ ფილიალს, შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი და არ დაგავიწყდეთ „მაი ქლაბის“ გამოყენება. ბოლოს კი დააკვირდით თქვენს ქვითარს, რომელიც შესაძლებელია მომგებიანი აღმოჩნდეს.
მოემზადეთ დაუვიწყარი სიურპრიზებისთვის!
დაწერე კომენტარი