მილანის მოდის კვირეულზე Armani-ს 2022/23 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება მუსიკის გარეშე გაიმართა, მიზეზად იტალიელმა მოდის დიზაინერმა რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი დაასახელა. “ჩემი გადაწყვეტილება შოუ მუსიკის გარეშე გამართულიყო, პატივისცემაა იმ ხალხის მიმართ, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიაში არიან ჩართული”, - ეს ჯორჯო არმანის განცხადებაა, რომელიც შოუს დაწყებამდე გააჟღერა. არმანი ამ სიტყვებით მილანის მოდის კვირეულის მონაწილე პირველი დიზაინერი გახდა, რომელმაც საკუთარი კოლექციის ჩვენებით რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა პირდაპირი მნიშვნელობით დაგმო. “ვფიქრობ, სამოსს სიჩუმეში ბევრად უფრო მეტი ძალა აქვს”, - ამბობს დიზაინერი Vogue-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ფოტო: Vogue
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი