თანამედროვე იაპონელმა ხელოვანმა ტაკაში მურაკამიმ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საკუთარ ინსტაგრამ-ანგარიშზე ახალი ნამუშევარი გამოაქვეყნა. ნამუშევარი, რომელიც უკრაინის დროშის ფერებს ასახავს, სხვადასხვა ტონალობის ცისფერი და ყვითელი ფერის ყვავილებითაა წარმოდგენილი.
ყვავილების გამოსახულებებს ტაკაში მურაკამის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს - იაპონელმა ხელოვანმა და მისმა გუნდმა Murakami.Flowers-ის სახით თორმეტფურცლიანი ყვავილების NFT კოლექციაც კი შექმნეს.
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი