ინდიანას უნივერსიტეტმა მის ვან დერ როეს დიზაინის მიხედვით შექმნილი ესკენაზის ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის მშენებლობა დაასრულა.
პროექტი თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი ფუძემდებლის - ლუდვიგ მის ვან დერ როეს 1952 წლის ნაკლებად ცნობილი დიზაინის მიხედვით არქიტექტურულმა სტუდიამ - Thomas Phifer and Partners შექმნა.
“ჩვენთვის არ არსებობს იმაზე მეტი შთაგონება, ვიდრე მე-20 საუკუნის არქიტექტურის ამ შედევრზე მუშაობამ შეიძლება მოგვიტანოს”, აღნიშნავენ გუნდის წევრები.
60 ფუტის სიგანისა და 140 ფუტის სიგრძის მართკუთხა შენობის მეორე სართული მთლიანადაა შემინული, მაშინ როცა ქვედა დონე, ცენტრალური გარე ატრიუმით, ძირითადად ღიაა, რაც შენობას კიდევ უფრო მინიმალისტური დიზაინის ნამუშევრად აქცევს.
დანაწევრებული ინტერიერი თეთრი და ხისფერი კედლებისგან შედგება, იატაკი ნაცრისფერი კირქვითაა მოპირკეთებული. შერჩეული ავეჯი მის ვან დერ როესა და ფლორენს ნოლის მიერაა შექმნილი. თავდაპირველ დიზაინს შენობის ამჟამინდელი ფუნქციის მიხედვით რამდენიმე არქიტექტურული ელემენტიც დაემატა. მათ შორისაა კიბე და ჰიდრავლიკური ლიფტი.
ფოტო: Dezeen
ავტორი: მარიამ ქორიძე
დაწერე კომენტარი