ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის ოფიციალური ინსტაგრამ-ანგარიში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ყირიმში გადაღებულ ფოტოსერიას აქვეყნებს. მარტინ პარი ყირიმს 1995 წლის ზაფხულს ეწვია. ფოტოებში გამოსახული ადამიანები საკურორტო ქალაქ იალტაში იმყოფებიან.მარტინ პარი ფოტოსააგენტო “მაგნუმის” წევრი, ფოტოჟურნალისტი და ფოტოწიგნების კოლექციონერია. მისი ცნობილი ფოტოპროექტები თანამედროვე ცხოვრების ინტიმური, სატირული და ანთროპოლოგიური ასპექტების კვლევით ხასიათდება.
დაწერე კომენტარი