SITUATIONIST-მა პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში 2022-23 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის პრეზენტაცია პარიზში, საზოგადოებრივ ცენტრ 3537-ში გამართა.
კოლექციაში თანამედროვე ფემინურობისა და მასკულინობის შერწყმით, მასალების მრავალფეროვნება ვიხილეთ - ნაქსოვი სვიტერები, ჯინსის დეტალები, ტყავის აქსესუარები. ჭარბობდა წითლის, ლურჯისა და ხორცისფრის ტონალობები. ბრენდმა კოლექციის ჩვენება ეკრანზე რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილი ტექსტით დაასრულა.
ფოტო: Harpersbazaar
ავტორი: მარიამ ქორიძე
დაწერე კომენტარი