Pantone Color Institute-მა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და ორი ფერი მიუძღვნა. ტონალობები უკრაინის დროშის ეროვნულ ფერებს იმეორებს. ლურჯი - სახელწოდებით Freedom Blue თავისუფლებისა და სიმამაცის სიმბოლოა, ხოლო ყვითელი - Energizing Yellow გამხნევებისა და განახლების. 


შეგახსენებთ, Pantone-ს ფერების ინსტიტუტი 1962 წლიდან იკვლევს და ადგენს ფერების ტრენდებს, რომლებსაც შემდეგ ინდუსტრიის წარმომადგენლები იყენებენ. 

ავტორი: მარიამ ქორიძე