იაპონელი მულტიმედია არტისტი იოკო ონო მშვიდობის გზავნილს გლობალურად ავრცელებს. ხელოვნებისა და კულტურის პლატფორმა CIRCA-სა და გალერეა Serpantine-თან თანამშრომლობით ონო მსოფლიოს ცნობილ დიდ ეკრანებზე გაშვებულ კომერციულ რეკლამებს სიტყვებით - IMAGINE PEACE - ანაცვლებს და სამყაროს მშვიდობისკენ მოუწოდებს.
ბერლინი
ნიუ-იორკი
მელბურნი
საჯარო არტ-ინსტალაცია პირველად 3 მარტს ლონდონის Piccadilly Circus-ზე აჩვენეს. უნივერსალური მანტრა IMAGINE PEACE ეკრანებზე ყოველ საღამოს, 20:22 საათზე, 31 მარტის ჩათვლით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ნიუ-იორკში, ლოს- ანჯელესში, ლონდონში, ტოკიოში, მილანში, ბერლინში, მელბურნსა და სეულში გამოჩნდება. ამასთან, შესაძლებელია შეიძინოთ IMAGINE PEACE-ის პრინტები, რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფონდში გადაირიცხება.
ლოს-ანჯელესი
ლონდონი
მილანი
ტოკიო
IMAGINE PEACE-ის კონცეფცია მშვიდობის აქტივისტებმა - იოკო ონომ და ჯონ ლენონმა შეიმუშავეს. 1969 წლის მარტში ახლად შეუღლებულმა წყვილმა ვიეტნამის ომს პროტესტის ნიშნად Bed-ins for Peace-ის სახით უპასუხა. ონომ მშვიდობის გზავნილი ლონდონის Piccadilly Circus-ზე 2002 წლის მარტშიც გაავრცელა ბილბორდზე წარმოდგენილი შეტყობინებით - Imagine all the people living life in peace, ხოლო 2007 წელს ჯონ ლენონის ხსოვნის პატივსაცემად ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში მსოფლიოში მშვიდობის ნიშნად IMAGINE PEACE TOWER აღმართა.
ფოტო: imaginepeace.com
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი