პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Valentino-ს შემოქმედებითმა დირექტორმა პიერპაოლო პიჩოლიმ შემოდგომა/ზამთრის 22-23 წლის ჩვენებაზე ვარდისფერი კოლექცია წარმოადგინა. მონოქრომატულ გარემოში ვიხილეთ სამოსი და აქსესუარები Valentino Pink PP-ში - ფერი, რომელიც Pantone-ის ფერების სპეციალისტებმა ექსკლუზიურად იტალიური ბრენდისთვის შექმნეს. ბუმბულის დეტალებით, ყვავილოვანი მაქმანებითა და აპლიკაციებით გაფორმებულ ვარდისფერ სამოსს ჩვენების შუა ნაწილში კოლექციის შავი სერიაც მოჰყვა, დასასრულს კი უფრო დრამატული და რომანტიკული ვარდისფერი სამოსი წარმოადგინეს.მოდის სახლმა კოლექცია შაბათს საღამოს მთელი პარიზის შენობებზე ახალი ფერის ნიმუშის დაპროექტებით დაანონსა. დიზაინერი ასევე მუშაობდა მხატვარ დუგლას კუპლენდთან ერთად ვარდისფერი წიგნაკებისა და ყუთების შექმნაზე, რომლებიც სტუმრებს ჩვენებამდე მოსაწვევის სახით გაეგზავნა.
ავტორი: მარიამ ქორიძე
დაწერე კომენტარი