არტისტმა რობერტ მონტგომერიმ უკრაინის მხარდასაჭერად ფანდრაიზინგის კამპანია დაიწყო. 2018 წელს შექმნილი მოძრავი ინსტალაციის - Peace Poem-ის პრინტული ვერსიის გაყიდვიდან მიღებული თანხა ჰუმანიტარული დახმარების ფონდში - Choose Love-ში გადაირიცხება.

Peace Poem ინსტალაციაა, რომელიც  Emergency Exit Arts-თან თანამშრომლობით და ინგლისის ხელოვნების საბჭოს მხარდაჭერით შეიქმნა. მოძრავ პლატფორმაზე დამაგრებული "მშვიდობის პოემა" წლების განმავლობაში დიდი ბრიტანეთის ქალაქების ყველაზე თვალსაჩინო ადგილებში მოგზაურობდა.

ფოტო: city-arts

ავტორი: მარიამ ქორიძე